როგორ შეიქმნა მობილური აპლიკაციები?

თუ კი ამ სტატიას კითხულობ ალბათ გაინტერესებს როგორ შეიქმნა მობილური აპლიკაციები? დიახ, ეს არ იყო მარტივი პროცედურა და არ მომხდარა პატარა დროში, თუმცა საკმაოდ საინტერესო გზაა პირველი აპლიკაციიდან მილიონობით აპლიკაციებამდე. და ამაზე აუცილებლად მოგიყვები, თუმცა იქამდე რას იტყვი ეს ისტორია შემდეგნაირად რომ იწყებოდეს: „ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ბიჭუნამ ფერიებს მისი სურვილის ასრულებისთვის მოპარა, ციფრული სამყაროს შემქმნელია. შემდეგ კი ნელ-ნელა შექმნა საჭირო ინსტრუმენტები, მათ შორის აპლიკაციები. დიახ, ასე ერთი ხელის მოსმით და ჯადოსნობით შეიქმნა ყველაფერი“. დამეთანხმებით კარგი იქნებოდა ასე მარტივად იქმნებოდეს ყველაფერი, თუმცა ჯადოსნური ჯოხის მიღმა ადამიანის გონება და მისი უძირო შესაძლებლობები იმალება, რომელიც ჩვენს გაოცებას არ მალავს. ადამიანის სურვილი და მისწრაფება შექმნას რაიმე უნიკალური, დაუძლეველია. და შენ თუ დაფიქრებულხარ ოდესმე რისი შექმნა გინდა ან შეგიძლია?
რა შეიძლება ითქვას მობილური აპლიკაციების დამზადებაზე გარდა იმისა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევაა ციფრულ სამყაროში? მობილური აპლიკაციები, რომლებიც ჩვენს სმარტფონებში გვაქვს, ყოველ დღე, ყოველ წუთსა და წამს გვიმარტივებს ცხოვრებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ ჩვენი ძალიან კარგი მეგობრებიც კი არინ. მოდი დავიწყოთ სულ თავიდან და გადავიდეთ 1990-იან წლებში. ამ წლებში ტელეფონები გამოიყენებოდა სატელეფონო ზარების განხორციელებისთვის ან ტექსტური შეტყობინებების გაგზავნისთვის. ამავე დროს ამ ტელეფონებს ჰქონდათ ჩაშენებული აპლიკაციები, ეს იყო კალკულატორი, კალენდარი, მაღვიძარა და თამაში. შემდეგ კი მალევე, 2000-იანი წლების დასაწყისში, გაჩნდა სმარტფონები, რომელთაც ოპერაციული სისტემები ქონდათ.
》Palm OS, BlackBerry OS და Symbian – ამ ოპერაციულმა სისტემებმა აპლიკაციების ცალკე დაყენების შესაძლებლობა მისცეს მომხმარებლებს.
ახლა კი ძალიან საინტერესო ამბავი - ეს არის 2007 წელი. წელი, როდესაც Apple-მა გამოუშვა თავისი პირველი iPhone. სხვათა შორის მისი პრეზენტაცია უდიდესი ტექნოლოგიური მოვლენად იქცა. ხოლო 2008 წელს Apple-მა დაიწყო App Store-ის ფუნქციონირება. App Store იყო პირველი ონლაინ მაღაზია, რათქმაუნდა ოფიციალური, საიდანაც მომხმარებლებს შეეძლოთ სასურველი აპლიკაციის ჩამოტვირთვა. და ზუსტად ამავე პერიოდში, Google-მა შექმნა თავისი ოპერაციული სისტემა – Android და დააარსა Android Market, იმავე ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი Google Play Store, სადაც უკვე Android მოწყობილობების მომხმარებლებიც ტვირთავდნენ აპლიკაციებს. სწორედ ეს წლები და ეს ფაქტები იყო გარდამტეხი მომენტი დეველოპერებისთვის, შეექმნათ აპლიკაციები და დაეყიდათ ან უფასოდ ჩაეშვათ მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის. ამ ფაქტების შემდეგ დაიწყეს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა: თამაშები, ფოტო/ვიდეო რედაქტირებისთვის, მუსიკა, სოც. ქსელების აპლიკაციები და სხვა….
თავდაპირველად თუ კი აპლიკაციები ერთი სისტემისთვის იწერებოდა და ეს იყო ან მხოლოდ iOS ან Android, შემდგომ გაჩნდა:
》Cross-platform development – ერთდროულად ორივე პლატფორმაზე ფუნქციონირებადი აპლიკაციების შექმნა;
》Cloud-based აპლიკაციები;
》AI და ML ინტეგრაცია. დღეს კი მობილური აპლიკაციები მხოლოდ ყოველდღიური მოხმარებისთვის როდია, არამედ ისინი იქცნენ ბიზნესის, განათლების და სხვა მრავალი სფეროს მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.
სხვათა შორის საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა ისეთ აპლიკაციებზე, რომლებიც ოფლაინ რეჟიმშიც მუშაობენ. მოდი მოკლედ მიმოვიხილოთ აპლიკაციები თუ როგორ მუშაობენ ოფლაინ რეჟიმში. იმისთვის რომ, აპლიკაციამ ინტერნეტის გარეშე იმუშაოს, მას სჭირდება:
》ლოკალური მონაცემთა ბაზა - Local Storage / Database;
》Cache – ქეში აპი ხშირად იყენებს cache-ს იმისთვის, რომ დროებით შეინახოს ინფორმაცია;
》Asset Files – ჩამოტვირთული ფაილები;
》Service Workers;
》სინქრონიზაცია როცა ინტერნეტი ბრუნდება. აპს შეუძლია „დაიმახსოვროს“ რა გააკეთე ოფლაინში და როცა ინტერნეტი ბრუნდება ის მიაწვდის ამ ინფორმაციას სერვერს.
მობილური აპლიკაციების შექმნა ნამდვილად არ იყო უბრალო ან უმნიშვნელო ამბავი, მისი ისტორია ეფუძნება ტექნოლოგიური პროგრესის ნათელ მაგალითს. აპლიკაციები გვეხმარებიან, გვიმარტივებენ ყოველდღიურობას, მათგან ვიღებთ საკმაოდ საჭირო და საინტერესო ინფორმაციებს. ამ პატარა მანათობელა ეკრანზე კიდევ უფრო პატარა აპლიკაციების არსებობა და გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე საკმაოდ დიდია.