რა არის ის მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელი ნივთები რის გარეშეც სახლიდან არ ან ვერ გახვალთ? ამ აუცილებელი ნივთებიდან ერთერთი შემთხვევით თქვენი სმარტფონი ხომ არაა? და თუ კი რისთვის იყენებთ მათ დღის მანძილზე? რომელ აპლიკაციებს იყენებთ ყველაზე ხშირად?
ამ კითხვებს თავად რომ გავცე პასუხი მაინც შეძლებთ საკუთარი თავის აღმოჩენას, რადგან შენ, ისევე როგორც უამრავი ადამიანი მსოფლიოს გარშემო, საკმაოდ დიდ დროს ატარებს სოციალურ ქსელებში, იქნება ეს კომუნიკაციის ნაწილი, ინფორმაციის მიღება გაცემა, სიახლეებზე თვალყურის დევნება თუ უბრალოდ სქროლვა, რომელიც რუტინაშია გადაზრდილი.
და სმარტფონის ასეთ აქტიურად გამომყენებელ ადამიანებს ალბათ ხშირად აწუხებთ ფაქტი - ინტერნეტი.
დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც ყველა ყოფილხართ უინტერნეტობისგან გამოწვეულ უხერხულობაში.
და დიახ, სმარტფონები ინტერნეტის გარეშე კარგავს იმ მნიშვნელოვან ძალას, რისთვისაც დღის მანძილზე ვიყენებთ.
მოკლედ, ალბათ ვთანხმდებით იმაზე, რომ ინტერნეტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმისთვის, რომ დავრჩეთ საკომუნიკაციოდ ხელმისაწვდომებიც და ზოგადად, მსოფლიოს რიტმსა და მოვლენების განვითარების ტემპს არ ჩამოვრჩეთ.
ინტერნეტი აპლიკაციის ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია და ბევრი აპლიკაცია, მათ შორის ისინი, რომელთაც საკომუნიკაციოდ ვიყენებთ, სამწუხაროდ ინტერნეტ კავშირის გარეშე არ მუშაობს.
იმისთვის, რომ ონლაინ სივრცეში მუდმივად ხაზზე იყო, ინტერნეტის ქონა აუცილებელია ხოლო ინტერნეტ პაკეტების შეძენა ნებისმიერ თანხაში, ნებისმიერი დროით შესაძლებელია.
და მაინც რა ხდება მაშინ, როდესაც ინტერნეტი აქ გაქვთ?
შეიქმნა მობილური აპლიკაციები, რომლებიც ინტერნეტის გარეშე გაძლევენ საშუალებას დაამყაროთ კომუნიკაცია. მართალია ისინი სრულყოფილად ვერ იმუშავებენ ან თუნდაც დიდ მასშტაბებზე, მაგრამ საჭირო დროს საჭირო ადგილზე შესაძლოა ძალიან დაგეხმაროთ.
მოდი განვიხილოთ 6 საუკეთესო და ხშირად გამოყენებადი აპლიკაცია, რომლებიც გაძლევენ საშუალებას ინტერნეტის გარეშე დაუკავშირდეთ სხვებს.
● Bridgefy
ეს აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android-ზე, ასევე iOS-ზე. იმისთვის, რომ Bridgefy-თ ისარგებლოთ, მხოლოდ ბლუთუზის ჩართვაა საჭირო.
აპლიკაცია სამ რეჟიმში მუშაობს:
》Person to Person Mode — გაძლევთ საშუალებას Bluetooth-ის ჩართვის შემდეგ თქვენგან 100 მეტრის რადიუსში მყოფ სხვა;მომხმარებლებს ეკონტაქტოთ;
》Mesh Mode — შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მომხმარებლებს უფრო შორ ადგილზე;
》Broadcast Mode — შეტყობინებების ერთდროულად გაგზავნის შესაძლებლობას გაძლევთ Bridgefy-ს ყველა მომხმარებელთან გაგზავნოთ.
● FireChat - ეს აპლიკაცია სამწუხაროდ უკვე აღარ გადის განახლებას.
FireChat იყენებდა Wi-Fi და Bluetooth Mesh ქსელს, რაც საშუალებას იძლეოდა შეტყობინებები გაგზავნილიყო მოწყობილობიდან მოწყობილობაზე.
● Briar
მობილურებს Bluetooth-ის ან Wi-Fi-ს მეშვეობით აკავშირებს.
ეს აპლიკაცია სწრაფი საკომუნიკაციო საშუალებაა და ამასთან ერთად მარტივი და უსაფრთხოც.
● Signal Offline
ხელმისაწვდომია როგორც Android-ზე, ასევე iOS-ზე.
ეს აპლიკაცია Wi-Fi Direct-ის ბაზაზეა შექმნილი და იგი კომუნიკაციის საშუალებას დაახლოებით 100 მეტრის რადიუსში იძლევა.
● Serval Mesh
მხარს უჭერს არა მხოლოდ ტექსტურ კომუნიკაციას, არამედ ხმოვან ზარებსაც.
● White Mouse Private Messenger
ხელმისაწვდომია მხოლოდ Android-ზე. აპლიკაციას აქვს end-to-end დაშიფვრა და შეტყობინებების გაგზავნა დაახლოებით 100 მეტრის რადიუსშია შესაძლებელი.
თუ ამ აპლიკაციებიდან ერთერთი მაინც გეცნობა, იცი ან იყენებ, მაშინ შენთვის უცხო არ იქნება მისი შესაძლებლობების კარგად ცოდნა, მაგრამ თუ კი პირველად გაიგე მათ შესახებ გირჩევ გადმოტვირთო და თავად დატესტო, რომელი მათგანი იმუშავებს შენთვის ყველაზე კარგად.
სამყარო ადამიანებთან ერთად უკვე თითქოს ავტომატურად ვითარდება და ეს იქცა ყოველდღიური რუტინის ნაწილად. თითქოს გაჩერება აღარ არის შესაძლებელი და ყოველი დღე ციფრულ სფეროში სიახლეს და კიდევ და კიდევ დიდი სიახლეების აღმოჩენას უკავშირდება, მაგრამ ეს ამბავი უკვე იმდენად აღარ აღაფრთოვანებს ადამიანებს, რადგან მოვლენების სწრაფად განვითარებას, მიღებასა და გადამუშავებას მივეჩვიეთ. დღეს უკვე ინტერნეტის არარსებობა აღარ ნიშნავს კომუნიკაციის სრულად შეწყვეტას. თანამედროვე ტექნოლოგიები და ამ ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ციფრულ სივრცეში საშუალებას გვაძლევს ახლობლებთან მუდმივად ვიყოთ კავშირზე, რაც დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე.