ყველაფერი არის იდეა.
დაფიქრებულხარ იმაზე, რომ დღეს რაც ჩვენს ირგვლივ არის, რასაც ვეხებით, ვიყენებთ ყველაფერი ოდესღაც იდეა იყო? თავის დროზე იდეის ავტორებს უბრალოდ რომ დაევიწყებინათ და სისრულეში არ მოეყვანათ ან მიზნად არ ექციათ იდეების რეალობად ქცევა, დაფიქრებულხართ როგორ სამყაროში ვიცხოვრებდით? რა უინტერესო ან განუვითარებელი იქნებოდა ყველაფერი?
იდეა საწყისი წერტილია იმ დიდი თავგადასავლის, რომელიც შესაძლოა შენს ცხოვრებაში დაიწყოს. იდეა არის გზა იმისა თუ როგორ იქცევა ფიქრი რეალობად და არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა უარი, თუ კი გჯერა საკუთარი თა ის და შესაძლებლობების.
რა გჭირდება იდეის რეალობად ქცევისთვის?
მოდი, პირველ რიგში შევეხოთ ადამიანის შინაგან სისუსტეებს, რაც ხშირად უკან დახევის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.
》დაუჯერე საკუთარ თავს. თუ შენ არ გჯერა შენი იდეის, სხვა ამაში ვერ დაგარწმუნებს.
》იმოქმედე. ბევრი ფიქრი კარგია, მაგრამ გადამეტებული არაფერი ვარგა და მოქმედებასაც თავისი დრო აქვს. გაწელილი დრო გაწელილ შედეგს და დაგვიანებულ წარმატებას ნიშნავს.
》დიდი იდეები თავიდანვე სრულყოფილად არ იბადებიან, ისინი გზადაგზა ვითარდებიან, იხვეწებიან და იძენენ ბევრ საჭირო თვისებას. ამიტომ საერთოდ არაა აუცილებელი თავიდანვე სრულყოფილება მოსთხოვო იდეას და სხვა შემთხვევაში უგულებელყო ის.
》შეცდომები სულ არის და იქნება, მთავარია მისი გამოსწორების გზის პოვნა. შეცდომა იდეალური ვარიანტია ბევრი რამის შესასწავლად და გასააზრებლად.
დღევანდელი რეალობა კი ასეთია - ჩვენი პატარა სამყარო ციფრული რეალობის წინაშე დგას. ციფრული ეპოქა ჩვენს თვალწინ ვითარდება, იხვეწება და უფროდაუფრო დიდი ხდება რაც ადამიანზე, მის ყოველდღიურობაზე და ცხოვრების წესზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. და თუ კი იდეები, რომლებიც ოდესღაც ფანტაზიად ითვლებოდა, დღეს რეალური პროდუქტია შენს ხელში.
მობილური აპლიკაციის დამზადება მწირი ფუნქციონალით, გახდა საფუძველი სწორედ ამ მრავალფეროვნების.
》იდეა - წარმატებული აპლიკაციის საწყისი.
ყველაფერი იწყება პრობლემით ან საჭიროებით. წარმატებული აპლიკაციების უმეტესობას ერთი მიზანი აქვს, ეს არის ცხოვრების გამარტივება და კონკრეტული პრობლემების გადაჭრა.
》UI/UX დიზაინი - იდეის შემდეგ იწყება ვიზუალური დაგეგმვა. UI (User Interface) - მომხმარებელი ხედავს, UX (User Experience) მომხმარებელი გრძნობს.
დიზაინერის მთავარი მიზანია, რომ აპლიკაცია იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და მარტივი და ინტუიციური თავისივე ეფექტური ფუნქციონალობით.
》დეველოპერები აპლიკაციებს აცოცხლებენ.
Frontend დეველოპერი — ქმნის იმას, რასაც მომხმარებელი ხედავს, ხოლო Backend დეველოპერი კი იმას, რასაც მომხმარებელი ვერ ხედავს.
Full-stack დეველოპერი კი ერთი ადამიანია, რომელიც ორივე ფუნქციას ითავსებს.
》ასევე მნიშვნელოვანია QA როლი — ისინი აპს სხვადასხვა სიტუაციაში ამოწმებენ, რომ შეცდომები არ დარჩეს.
》ძალიან მნიშვნელოვანი ფაზაა აპლიკაციის გაშვება და მარკეტინგი.
მარკეტინგი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს აპლიკაციის წარმატებაში. ეს გზაა მივიდეს მომხმარებლის გულამდე, დაარწმუნოს, რომ მისი ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე აპლიკაცია საკმაოდ გაუმარტივებს საქმეს, მოიპოვოს მომხმარებლის ნდობა და ბოლომდე იზრუნოს ამ ნდობის შენარჩუნებაზე.
》აპის შექმნით არ სრულდება ისტორია, არამედ იწყება: მომხმარებელთა უკუკავშირი, ანალიტიკა, განახლებები, ახალი ფუნქციები — ეს ყველაფერი საჭიროა წარმატების გასაგრძელებლად.
რა ჯდება მობილური აპლიკაციის შექმნა?
მობილური აპლიკაციის შექმნის ფასი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, თუ რამდენად რთული ან მარტივია აპლიკაცია.
ზუსტად ამის მიხედვით საშუალოდ აპლიკაციის ფასი $1,000 – $50,000 მერყეობს.
აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, თუ რომელი პლატფორმებისთვის იქმნება აპლიკაციები - მხოლოდ Android ან iOS? რათქმაუნდა ეს ფაქტორიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ღირებულებას.
დამატებით ხარჯებში შედის:
•UI/UX დიზაინი
•Backend სისტემა
•ტესტირება (QA)
•მარკეტინგი
•სერვერები / ჰოსტინგი
•ტექნიკური მხარდაჭერა
აპლიკაციები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. ისინი არამხოლოდ ყოველდღიურობას გვიმარტივებენ, არამედ გვაძლევენ განვითარების, სწავლის და ულევი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას, ხოლო ბიზნესისთვის და დეველოპერისთვის აპლიკაცია ფინანსური შემოსავლის მყარი წყაროა.
აპლიკაციის შექმნა არის მოგზაურობა იდეიდან წარმატებამდე.