მოდი დავიწყოთ განხილვით და გავარკვიოთ, თუ რა არის მონეტიზაცია?
მონეტიზაცია ნიშნავს ფულის გამომუშავებას უკვე არსებული რესურსიდან, სერვისიდან.
მონეტიზაციის საკმაოდ მარტივი მაგალითებია:
》YouTube ვიდეოს მონეტიზაცია
YouTube არხისთვის მონეტიზაცია არის შენს კონკრეტულ ვიდეოებზე რეკლამის სახით სხვადასხვა პატარა ვიდეოთი გადაფარვა, შენ ამ რეკლამიდან იღებ კონკრეტულ პროცენტს.
》ვებსაიტის მონეტიზაცია
Google Ads, სპონსორირებული ბლოგპოსტები, აფილირებული ლინკები - ამ ყველაფრიდან გენერირდება შემოსავალი – ანუ ხდება ვებსაიტის მონეტიზაცია.
》აპლიკაციის მონეტიზაცია:
რეკლამებით, ფასიანი ფუნქციებით,
გამოწერებით და ერთჯერადი შესყიდვით.
მოკლედ, მთავარია სწორი სტრატეგია და ბევრი მუშაობა, მონეტიზაციით კი რეალურად კარგი თანხების მიღებაა შესაძლებელი.
დღეს კი განვიხილოთ მობილური აპლიკაციის დამზადება და მისი მონეტიზაცია.
მობილური აპის წარმატება მხოლოდ ჩამოტვირთვების რაოდენობით არ იზომება — მას უნდა ჰქონდეს მდგრადი ბიზნეს-მოდელი, რომელიც ქმნის რეალურ შემოსავალს. წარმოიდგინეთ უდიდეს რესურსს, დროსა და შრომას დებთ აპლიკაციის შექმნაში, რომელსაც უამრავი მომხმარებელი ყავს და თქვენ ისევ გიწევთ აპლიკაცია მუდმივად განაახლოთ, განავითაროთ რასაც ისევ დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება და საიდან? აპლიკაცია თანხას უნდა გიბრუნებდეთ და სწორედ ამის საუკეთესო საშუალებაა მონეტიზაცია.
და დროა განვიხილოთ თუ როგორ უნდა აქციო აპი არამარტო პოპულარულ პროდუქტად, არამედ შემოსავლიან ციფრულ აქტივად.
》freemium მოდელი – უფასოდ + ფასიანი ფუნქციები
როგორ მუშაობს:
მომხმარებელი იღებს აპის ძირითად ფუნქციებს უფასოდ, თუმცა დამატებითი ფუნქციონალობა, კონტენტი ან შეზღუდვების მოხსნა ფასიანია.
ეს პრინციპი საკმაოდ კარგად მუშაობს და მისი მაგალითებია
Canva, Spotify, Headspace…..
უპირატესობები:
ზრდის მომხმარებელთა რაოდენობასა და ცხადად აჩვენებს ღირებულებას, რის გამოც მზად არიან გადაიხადონ.
ამ აპლიკაციებში ფუნქციები ისეა განაწილებული, რომ ფასიანი ნაწილი რეალურად ღირებულია.
》რეკლამა აპში (in-app advertising)
როგორ მუშაობს:
აპი უჩვენებს რეკლამებს და იღებს შემოსავალს ყოველ ჩვენებაზე (CPM), დაკლიკებაზე (CPC) ან ქმედებაზე (CPA).
ფორმატები:
ბანერები, სრული ეკრანის რეკლამა, ვიდეო რეკლამა.
მნიშვნელოვანია დაიცვათ შუალედი და დრო. არ უნდა გადატვირთოთ მომხმარებელი რეკლამებით, ეს არუნდა იყოს მომაბეზრებელი.
》 In-app შესყიდვები (IAP)
როგორ მუშაობს:
აპის შიგნით მომხმარებელი ყიდულობს ვირტუალურ ნივთებს, დონეებს, პაკეტებს, ქოინებს…..
გამოიყენება ხშირად:
თამაშებში (Coins, Skins).
მისი მუშაობისთვის საჭიროა კარგი UX და აუცილებელია კონტენტის განახლება რეგულარულად.
ასევე გამოიყენება ფსიქოლოგიური ელემენტები რომელიც საკმაოდ ეფექტურია, ესაა - შეზღუდული დროის შეთავაზებები, ბონუსები, საჩუქრები.
》გამოწერა (subscription)
როგორ მუშაობს:
მომხმარებელი იხდის ყოველთვიურ ან ყოველწლიურ გადასახადს, რომ გამოიყენოს აპი ან მიიღოს პრემიუმ ფუნქციები.
პლატფორმები:
App Store / Play Store-ის გარანტირებული გადახდების სისტემა.
საკმაოდ ბევრი აპლიკაციაა, რომელსაც მინიმალური თანხით გამოიწერ, სამაგიეროდ საკმაოდ გიმარტივებენ საქმეს და გეხმარებიან. ეს იქნება ვიდეოების აწყობა, ფოტოების დამუშავება, სავარჯიშო თუ საგანმანათლებლო აპლიკაციები….
მომხმარებლის მოსაზიდად კარგია თუ საცდელი პერიოდი შეიქმნება, სადაც უფასოდ შესთავაზებთ აპის გამოყენებას.
》ჰიბრიდული მოდელი – კომბინირებული სტრატეგიები
ყველაზე წარმატებული აპები იყენებენ რამდენიმე სტრატეგიის ერთდროულად შერწყმას.
Duolingo ამის ნათელი მაგალითია – მიდი გამოყენება უფასოა, თუმცა ქვს რეკლამები და შეთავაზებს პრემიუმ გამოწერას რეკლამების მოსახსნელად და დამატებითი ფუნქციებით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩნდება მრავალმხრივი შემოსავლი.
ახლა კი მთავარი, გაქვთ აპი და გსურთ მონეტიზაცია, თუმცა არ იცით ის, თუ როგორ უნდა აარჩიოთ სწორი მოდელი?
დასვი კითხვები:
ვინ არის ჩემი მომხმარებელი? გადამხდელია თუ უფასო მომხმარებელი?როგორ ღირებულებას ვთავაზობ? რა ფუნქციებია საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანებმა გადაიხადონ? აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მონეტიზაცია არ უნდა აზარალებდეს მომხმარებლის გამოცდილებას. თუ აპი აგრესიულად აჩვენებს რეკლამებს ან ზღუდავს ძირითად ფუნქციებს, მომხმარებელი სწრაფად წაშლის მას.
და კიდევ, არსებობს პატარა დამატებითი შემოსავლის წყაროები:
》ბრენდთან თანამშრომლობა – სპონსორირებული კონტენტი
》White-label შეთავაზება – შენი აპის ლიცენზირება სხვა ბრენდისთვის
》დონაციები – განსაკუთრებით არაკომერციული ან ღირებულებაზე ორიენტირებული.
მობილური აპლიკაციის შექმნა მარტივი პროცესი არაა და მხოლოდ კოდის წერით არ შემოიფარგლება. გახსოვდეს, სწორი მონეტიზაციის სტრატეგია ქმნის მდგრადობას, გაძლევს განვითარების რესურსს და რაც მთავარი, ფინანსური კუთხით ამართლებს შენს შრომას.