შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორი იქნება თქვენი ერთი დღე ტელეფონის გარეშე? რას გააკეთებდით? დროს როგორ გაატარებდით?
ვიცი ბევრი თქვენგანისთვის ეს უკვე წარმოუდგენელია, რადგან ტელეფონი კომუნიკაციის მთავარი საშუალებაა და არა მხოლოდ კომუნიკაციისთვის არის საჭირო, არამედ უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების და ყოველდღიური რუტინის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ეს პატარა, ხელის გულზე დასატევი მოწყობილობა საკმაოდ დიდ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს საქმიანობაში და ყოველდღიურობაში. მე და თქვენ ალბათ უკვე არც კი წარმოგვიდგენია ამ პატარა მოწყობილობის გარეშე როგორი შეიძლება იყოს ჩვენი ერთი ჩვეულებრივი დღე.
ტექნოლოგიის განვითარებამ ტელეფონი უნივერსალურ ინსტრუმენტად გადააქცია, რომელიც საკმაოდ ბევრ საჭირო და აუცილებელ სერვისს აერთიანებს. დღეს ტელეფონის მეშვეობით შეგიძლიათ გაერთოთ, ისწავლოთ, იმუშაოთ…
ვინ წარმოიდგენდა, რომ ტელეფონი, რომელიც 1973 წელს გამოიგონეს, იმდენად დაიხვეწებოდა, რომ ადამიანებს მხოლოდ კომუნიკაციას კი არა ყოველდღიურ სირთულეებსაც გაუმარტივდებათ და უფრო მეტიც, მიიღებდნენ როგორც განათლებას ასევე სამსახურს.
როგორც ყველამ ვიცით, თავდაპირველად მობილური ტელეფონი მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაციის გასამარტივებლად შეიქმნა. დღეს კი კომუნიკაციის ფორმა მხოლოდ ხმოვანი ზარებით როდი შემოიფარგლება. სპეციალური საკომუნიკაციო მობილური აპლიკაციები შეიქმნა იმისთვის რომ მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ ვიდეო კომუნიკაცია დაამყარონ ნებისმიერ ადამიანთან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სოციალური ქსელები, როგორიცაა Facebook, Messenger, Instagram, WhatsApp, Telegram, Viber, და სხვა, სწორედ მობილურის წყალობით იქცა ყოველდღიური კომუნიკაციის მთავარ პლატფორმებად.
მობილური ტელეფონები და ინტერნეტი - ორი უმთავრესი გამოგონებაა, რომელიც ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე წვდომას წამებში ხდის შესაძლებელს.
ხოლო დღეს, როდესაც დრო ასეთი მნიშვნელოვანი და ძვირფასია,
ამ რესურსის სწორად გამოყენება წარმატების საწყისადაც კი იქცევა ხოლმე. დღეს აღარ არის რთული ან დროში გაწელილი ინფორმაციის მიღება და გაცემა, სიახლეების გაცნობა, კონკრეტული დავალებების შესრულება.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ მობილური ტელეფონები, ინტერნეტი და შესაბამისი მობილური აპლიკაციების დამზადება და შემდგომ მათი გამოყენება საკმაოდ ძლიერი იარაღია განათლების სფეროში. სხვადასხვა ონლაინ კურსები, ელექტრონული წიგნების ფართო არჩევანი, ვიდეო ლექციები და სხვა მსგავსი ტიპის აპლიკაციები ადამიანს საშუალებას აძლევს მუდმივად განვითარდეს, ისწავლოს და არ გამოტოვოს სიახლეები. ამ შემთხვევაში კი განათლების მიღება ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.
ახლა კი შევეხოთ ყველასთვის საინტერესო თემას - დისტანციური სამსახური.
ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით კი კოვიდის პანდემიის შემდეგ, ბევრი კომპანია შეთანხმდა იმაზე, რომ დისტანციურად მუშაობა ან თუნდაც ჰიბრიდული რეჟიმი კონკრეტულ პროფესიებში საკმაოდ მისაღები და ეფექტურიც კი არის. ხოლო ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს როგორც კომპიუტერი ასევე მობილურები ასრულებენ. შეიქმნა სპეციალური აპლიკაციები, რომელიც ხელს უწყობს კიდევ უფრო გაამარტივოს დისტანციური სამუშაო პირობები.
და კიდევ რაში ვიყენებთ მობილურებს აქტიურად??
აპლიკაციების მრავალფეროვნება გვაძლევს იდეალურ შესაძლებლობას გამოვიყენოთ მობილური მოწყობილობები სხვადასხვა მიმართულებით.
მობილურები ხშირად გამოიყენება გართობისთვისაც - თამაშები, ვიდეო პლატფორმები, მუსიკის სტრიმინგი, ფილმების ყურება და სოციალური მედია მრავალფეროვანი შესაძლებლობაა დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.
იცოდი, რომ მობილური ჯანმრთელობასა და ფიზიკური აქტივობის მონიტორინგში მნიშვნელოვან როლს თამაშობს? მრავალი აპლიკაცია გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ ჩვენი კვება, ფიზიკური აქტივობა, ძილის რეჟიმი და მედიკამენტების მიღება. და აი აქ რომ დავფიქრდეთ მივხვდებით რა საინტერესოა სამყარო ადამიანის საოცარ გამოგონებებთან ერთად.
ეს ყველაფერი არ არის. მობილური ტელეფონის განვითარება ამით არ შეწყვეტილა ან არ შეწყდება. ვინაიდან დღეს ფეხს საკმაოდ სწრაფად იკიდებს ხელოვნური ინტელექტი, მობილურები კიდევ უფრო საინტერესო გახდება. ისინი იქცევიან კიდევ უფრო ჭკვიან მოწყობილობებად, რომლებიც შეძლებენ მომხმარებლის ქცევის ანალიზს.
მობილური ტელეფონი - მცირე ზომის მოწყობილობა და დიდი საქმეების მთავარი ავტორი, ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდა. იგი გვაძლევს კომუნიკაციის, განათლების, მუშაობის, ინფორმაციის მიღებისა და გართობის მრავალფეროვან შესაძლებლობებს, თუმცა სიფრთხილე და ზომიერება ყველაფერში საჭიროა, რადგან მასზე ზედმეტად მიჯაჭვულობა რეალურ ურთიერთობებს და ჯანმრთელობას გაგიფუჭებთ. მობილური არის ის მთავარი ინსტრუმენტი ტექნოლოგიურ სივრცეში, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა ჩვენი ცხოვრების ხარისხის ამაღლების ერთ-ერთ მთავარ საშუალებად იქცეს.