მობილური აპლიკაციის შექმნა – ვინ ქმნის, რა დრო სჭირდება და რა ღირს?

ადამიანები იმდენად შეეჩვივნენ თანამედროვე სამყაროს რუტინას, ტემპს და დაუსრულებელ სწრაფ სიახლეებს, რომ აღარაფერი აღარ არის გასაკვირი ან გასაოცარი. თითოეული გამოგონება აწი მხოლოდ “ვაუ” ეფექტით აღინიშნება და მანდვე სრულდება გაოცება. მაგრამ, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ყველაზე პრიმიტიული სიახლეც კი საოცარ აღფრთოვანებასა და ემოციებს იწვევდა ადამიანებში. რაღაც დაუჯერებელ შეგრძნებებს სიახლეების მიღების სურვილი ცვლიდა და სწორედ ეს იყო დაუსრულებელი ინტერესი სიახლის ბოლომდე შესასწავლად და ციფრული სამყაროში თავგადასავლის დასაწყებად.
და თუ ახლა ჩვენთვის ძალიან ჩვეულებრივია აპლიკაციების ქონა ტელეფონში, სულ რამდენიმე წლის წინ ეს წარმოუდგენელი ან რთული ამბავი იყო, მითუმეტეს ამ რაოდენობით აპლიკაციების შექმნა. მაგრამ სამყარო ვითარდება და ამ სამყაროში ადამიანების განვითარებასა და მისწრაფებებს დასასრული არ უჩანს. დღეს კი მობილური აპლიკაცია არათუ გასაკვირი, არამედ ყველაზე ეფექტური ციფრული ინსტრუმენტია. იცით რამდენი კომპანია ამყარებს კომუნიკაციას მომხმარებლებთან, ან აუმჯობესებენ სერვისს სწორედ აპლიკაციების მეშვეობით? ან სულაც ბიზნეს რომ შევეშვათ, აპლიკაციები სმარტფონების მთავარი და განუყოფელი ნაწილია, როგორც ინფორმაციის მიღების წყაროდ ან ყოველდღიურობის გასამარტივებლად, ისე კომუნიკაციის დასამყარებლად.
გაინტერესებთ როგორ იქმნება ან ვინ ქმნის აპლიკაციებს? რა პროცეს გადის, რა დრო სჭირდება ან რა არის ღირებულება? მოდი, ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ. მობილური აპლიკაციის შექმნა არ არის მარტივი ამბავი ან ერთი ადამიანის საქმე, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის შემთხვევებს, აპლიკაციის შესაქმნელად მუშაობს გუნდი. და ვინ შედის გუნდში?
》 პროექტ მენეჯერი Project Manager– რომლის მთავარი მოვალეობა პროცესის ხელმძღვანელობაა, მან უნდა აკონტროლოს ვადები და კომუნიკაციის მთავარი ხაზი უნდა იყოს გუნდა სა დამკვეთს შორის.
》 UI/UX დიზაინერი – მისი როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია მთელს ამ პროცესში. სწორედ UI/UX დიზაინერი ქმნის ვიზუალურ სტილს, დიზაინს.
》 მობილური დეველოპერი – წერს კოდს როგორც iOS სისტემისთვის ისე Android სისტემისთვისაც.
》ბექ-ენდ დეველოპერი – მონაცემების დამუშავება, სერვერები, ბაზები….. ეკრანს მიღმა პროცესზეა პასუხისმგებელი.
》 ტესტერი QA Engineer – მისი მოვალეობა აპლიკაციების ხარვეზზე შემოწმებაა.
》მარკეტინგი და SEO სპეციალისტი - მათი მთავარი მისია აპლიკაციის ის ოპტიმიზაციასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვაა. მარტივი პროექტის შემთხვევაში კი, როგორც აღვნიშნეთ არიან ფრილანსერი დეველოპერები, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობენ.
გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციის შექმნა 1-2 დღეში არ ხდება, რადგან სხვადასხვა პროცესის გავლა უწევს საბოლოო პროდუქტამდე. ამასთანავე მისი შექმნა დამოკიდებულია აპლიკაციის სირთულესა და ფუნქციონალზე. პირველ რიგში იწყება იდეის დამუშავება/კვლევა, შემდეგ დიზაინის შექმნა, კოდირება, ტესტირება, ხარვეზების აღმოჩენა და გამოსწორება, გაშვება და ანალიტიკა. მარტივი აპლიკაციის შემთხვევაში საშუალოდ 1-2 თვე სჭირდება შექმნას. საშუალო სირთულის აპლიკაციას 2-4 თვე ხოლო რთულს4-8 ან მეტი.
ახლა კი განვიხილოთ ფასები. მობილური აპლიკაციის ფასები დამოკიდებულია მის ფუნქციონალზე, დიზაინზე, პლატფორმების რაოდენობაზე და სხვა. ყველაფერი შეთანხმების საგანია, თუმცა გაგიზიარებთ მიახლოებით ფასებს.
》მარტივი აპლიკაცია- 2,000–5,000 ლარი
》საშუალო სირთულის აპლიკაცია — 5,000–15,000 ლარი
》რთული პროექტები — 20,000 ლარიდან და ზემოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამას ემატება დამატებითი ხარჯები, რაც მოიცავს ჰოსტინგსა და სერვერს, დომენი და სერტიფიკატები, App Store / Google Play გადასახადები, მომავალი მხარდაჭერა და განახლებები. თუ თქვენი მიზანია საკუთარი აპლიკაციის შექმნა, გაქვთ იდეა ან ბიზნესი, მაშინ გაითვალისწინეთ:
》პირველ რიგში განსაზღვრეთ მიზანი რისთვის გჭირდებათ აპლიკაცია? რა უნდა შეეძლოს თქვენმა აპლიკაციამ? შემდეგ კი დაიწყეთ ძებნა კარგი დეველოპერის იქნება ეს ფრილანსერი, გუნდი თუ სააგენტო. მოკლედ, მობილური აპლიკაციის დამზადება ბიზნესისთვის საკმაოდ კეთილ საქმეს აკეთებს, ამიტომ მისი სრულყოფილად შექმნა კიდევ უფრო დიდი წარმატების მომტანი იქნება. მობილური აპლიკაციის შექმნა კომპლექსური და თან ძალიან საინტერესო პროცესია. მისი სრულყოფილება სრულად დამოკიდებულია მობილური აპლიკაციის დეველოპერებზე, შესაბამისად საკმაოდ ფრთხილად უნდა აარჩიოთ კადრი, ჯგუფი ან სააგენტო ვისაც მიანდობთ ამ საქმეს.