მობილური აპლიკაციების მარკეტინგი: გზა იმისა, თუ როგორ უნდა გააცნო შენი აპლიკაცია ფართო აუდიტორიას

მობილური აპლიკაციის შექმნა პატარა, მარტივი გზა ნამდვილად არ არის. აქ ყველა კომპონენტი აპლიკაციის განვითარებისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.
შესაბამისად თუ აპლიკაციის შექმნას აპირებთ მზად იყავით ხანგრძლივი თავგადასავლისთვის, რადგან თქვენ მოგიწევთ უამრავ სირთულესთან გამკლავება. მოდი შევქმნი აპლიკაციას და გავუშვებ - ასე არ ხდება აპი მოთხოვნადი. იმისთვის, რომ აპი კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი გახდეს საჭიროა იყოს მარტივი, ხელმისაწვდომი ყველასთვის და რაც მთავარია ხალხმა უნდა შეძლოს მისი გაცნობა - რასაც მარკეტინგი განაპირობებს. მარკეტინგი პასუხობს კითხვას, თუ როგორ უნდა მიაწვდინო ხმა პოტენციურ მომხმარებელს ციფრულ სივრცეში, სადაც ათასობით ახალი აპი ყოველდღიურად იძებნება? მთავარი გასაღები წარმატებული მარკეტინგული სტრატეგიაა.
》უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა და დადგენა, თუ ვინ არის შენი მომხმარებელი? რამდენი წლისაა? რა პრობლემას ეძებს? სად ატარებს დროს ონლაინ? ან სულაც როგორ იღებს გადაწყვეტილებას?
》App Store Optimization (ASO) ASO არის ის, რასაც SEO წარმოადგენს ვებსაიტებისთვის. ამით უზრუნველყოფ, რომ აპი ადვილად მოიძებნოს App Store-სა და Google Play-ზე, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია აპის პოპულარიზაციისთვის. ძირითადი ელემენტებია: საკვანძო სიტყვებით გაჯერებული სათაური და აღწერა; მაღალი ხარისხის დემო ვიდეო; მომხმარებელთა პოზიტიური მიმოხილვები. გახსოვდეს, შეგიძლია გამოიყენო AppTweak ან MobileAction კონკურენტების საკვანძო სიტყვების შესადარებლად.
》სოციალური მედიის სტრატეგია ეს არის ყველაზე საინტერესო ნაწილი. სოციალურ მედიას ყველანაირი მომხმარებლები ყავს, შენ კი შეგიძლია პლატფორმების მიხედვით მათ მრავალფეროვანი კონტენტი შესთავაზო.
● Instagram ვიზუალური პლატფორმაა, სადაც ესთეტიურობა დიდ როლს თამაშობს. კარგად მოწყობილი ფიდი დიდი პლუსია.
● TikTok — მოკლე ვიდეოები, სახალისო კონტენტი.
● Facebook - ნიშური თემატიკის საზოგადოებებისთვის
● LinkedIn — კი იმ შემთხვევისთვის, თუ აპი B2B ტიპისაა.
შენ ვიდეო კონტენტისა და პოსტების საშუალებით შეგიძლია გააზიარო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ გამოიყენონ აპი, რა დადებითი მხარეები აქვს, რაში ეხმარებათ… ასევე შეგიძლია შექმნა ჰეშთეგი, რაც საკმაოდ კარგად მუშაობს.
》ინფლუენსერ მარკეტინგი იცოდი ის ფაქტი, რომ მცირე ინფლუენსერები (10-50K გამომწერით) ხშირად უფრო ეფექტიანები არიან, ვიდრე ცნობილი სახეები. მათ აუდიტორიასთან მჭიდრო კავშირი აქვთ. მნიშვნელოვანია აარჩიო შესაბამისი თემატიკის ინფლუენსერები, რომლებიც მიმოიხილავენ აპს და დააფიქსირებენ რეალურ, გულწრფელ აზრს. გაითვალისწინე, განსაკუთრებით ეფექტურია აპის პრეზენტაცია Story-ს ან TikTok-ის სახით.
》სარეკლამო კამპანიები როდესაც ხედავ, რომ ორგანული ზრდა არ კმარა, დროა გამოიყენო რეკლამები: Meta Ads (Facebook/Instagram) — ვიზუალური რეკლამებისთვის; Google App Campaigns; TikTok Ads — ნაკლებად გაჯერებული ბაზარი და სწრაფი შედეგები. კარგს იზამ, თუ გამოიყენებ A/B ტესტირებასა და მუდმივად გააუმჯობესებ შედეგებს.
》ვებსაიტი და ბლოგი ვებსაიტი აძლიერებს აპის ავტორიტეტს - One-page ტიპის landing page საკმარისია. გააკეთე ბლოგი თემებზე, რომლებიც მომხმარებელს აინტერესებს და პოპულარულია, მიაწოდე მათ ამომწურავი ინფორმაცია მარტივ ენაზე. დაამატე ჩამოტვირთვის ბმულები და სწრაფი კითხვების სექცია (FAQ). ვებსაიტი აუდიტორიის ნდობას ზრდისთვის იდეალური ვარიანტია.
》Email მარკეტინგი და push შეტყობინებები როდესაც მომხმარებელი ერთხელ მაინც დააინსტალირებს აპს ან დაგიტოვებს Email-ს, გამოიყენე ეს შესაძლებლობა და გაუგზავნე ინფორმაცია ახალ ფუნქციებზე, შესთავაზე ბონუსები, გაუკეთე საჩუქრები, შეახსენე აპის გამოყენება.
》იცი რა არის Launch სტრატეგია? დარწმუნებული ვარ იცი და ახლავე გაგახსენებ: წინასწარი რეგისტრაცია („Coming soon“ გვერდი), Countdown social media-ზე, Giveaway კონკურსები, პრესრელიზი ან ბლოგ პოსტები.
》არ დაგავიწყდეს, რომ ანალიტიკა და შედეგების მონიტორინგი აუცილებელი ნაწილია. მნიშვნელოვანია იცოდე, ვინ და რატომ ჩამოტვირთა აპი? რამდენი ხანი იყენებს? რომელი კამპანია მუშაობს ყველაზე კარგად? ამის გათვალისწინებით შეგიძლია დახვეწო დეტალები, ფუნქციები და მარკეტინგული შეთავაზებები. მობილური აპლიკაციის დამზადება და მარკეტინგი არის გრძელი, მაგრამ ყველაფერს თუ სწორად და თანმიმდევრულად მიყვებით, ის საოცრად შემოსავლიანი გზა გახდება. აპის ხარისხი რათქმაუნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მითუმეტეს სწორად — გადამწყვეტი. მარკეტინგი გაწყებინებს ფიქრს აუდიტორიაზე, მათ საჭიროებებზე და შესაბამისად გიბიძგებს შექმნა გამორჩეული, დასამახსოვრებელი კონტენტი.