მობილური აპლიკაციების დეველოპერი - გამოწვევები.

საქართველოში, ბოლო პერიოდში, ციფრული სამყარო საკმაოდ სწრაფად განვითარდა და სულ უფრო მეტი კომპანია ციფრულ ტრანსფორმაციაზე გადადის. ისინი ცდილობენ მომხმარებლებს თავიანთი სერვისები აპლიკაციების სახით შესთავაზონ, რაც საკმაოდ კომფორტულია. სწორედ ამიტომ მოთხოვნა გაიზარდა დეველოპერებზეც.
დამეთანხმებით, რომ კომპანიები რომელთაც ერთ სფეროში აქვთ თანაკვეთა, საკმაოდ კონკურენტუნარიანები არიან. შესაბამისად ისინი დიდ ფინანსურ რესურს დებენ, რადგან საუკეთესო მხოლოდ მათ ჰქონდეთ. იხარჯება საკმაოდ დიდი დრო და რესურსი იმისთვის, რომ მომხმარებლებს თავი დაამახსოვრონ იქნება ეს სერვისის შეთავაზება, პირობები, ფასდაკლებები, პროდუქციის ხარისხი, შენობის ინტერიერი/ექსტერიერი, აპლიკაციები თუ სხვა…. მოკლედ, ბიზნესის წარმატების ნაწილი დეველოპერის ხელში გადის და როგორც მცირე ისე დიდ ბიზნესს დეველოპერი ჰაერივით სჭირდება. ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები, სატრანსპორტო და ლოჯისტიკის კომპანიები, ონლაინ მაღაზიები და მიტანის სერვისები, ტურიზმის და სასტუმრო სექტორი, სამედიცინო და განათლების პლატფორმები ყოველ მათგანს სჭირდება მობილური დეველოპერის მხარდაჭერა. შესაბამისად დასაქმების კუთხით ეს პროფესია საკმაოდ ხელმისაწვდომია. ასევე ერთერთი მაღალანაზღაურებადი პროფესიაა როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს მასშტაბით. რატომ გახდა მობილური დეველოპერის პროფესია ასეთი მოთხოვნადი? მუდმივი განვითარება, კრეატიული აზროვნება, დამოუკიდებლობა და მაღალი ანაზღაურება - ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რაც ადამიანებს იზიდავს მათ კარიერულ თავგადასავალში. განვითარება და კრეატივი ადამიანს აძლევს ძალას, კარიერული გზის სირთულეები მარტივად გადაკვეთოს და კიდევ უფრო დიდი იდეებით შეუდგეს საქმეს, ანაზღაურება კი შეიძლება ითქვას ბევრ ფაქტორთან ერთად ერთერთი მთავარი მოტივატორიც არის. ალბათ დამეთანხმებით, რომ დღეს ენთუზიაზმზე აღარავინ შრომობს და ნებისმიერი გაწეული სამსახური შესაბამის დაფასებას იმსახურებს. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ საქართველოში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, არაერთი მობილური აპლიკაცია შეიქმნა და თან საკმაოდ წარმატებით. მათი გამოყენება ხდება როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზეც. ეს ფაქტი კი მობილური დეველოპერის პროფესიას კიდევ უფრო მეტად მოთხოვნადს ხდის. მიუხედავად მზარდი ბაზრისა, არსებობს გარკვეული გამოწვევებიც:
》კვალიფიციური მენტორების ნაკლებობა – ვინაიდან ეს ჯერ კიდევ ახალი პროფესიაა, ბევრ დამწყებს დამოუკიდებლად უწევს სწავლა.
》სამწუხაროდ სრულყოფილი საგანმანათლებლო სისტემა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა არის პლატფორმები, რომლებიც წარმატებით ამზადებენ სპეციალისტებს.
》უცხო ენების, მათ შორის ინგლისურის ცოდნა მაღალ დონეზე აუცილებელია, რადგან საერთაშორისო პროექტებზე მუშაობა სწორედ მასზეა დამოკიდებული. უკვე საკმაოდ ნათელია, რომ მობილური აპლიკაციების როლი ჩვენს ცხოვრებაში კიდევ უფრო გაიზრდება. მათში ინტეგრირდება ხელოვნური ინტელექტი, AR, ჩატბოტები რაც მუდმივად მოითხოვს დეველოპერის მხარდაჭერას. გაითვალისწინე, თუ მომავალზე ორიენტირებული ადამიანი ხარ ეს პროფესია ნამდვილად იდეალურია შენთვის.
მობილური აპლიკაციის დამზადების გამოწვევები. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციის შექმნა თითქოს არ გამოიყურება რთულ პროცესად, რეალურად მის შექმნას ბევრი სერიოზული გამოწვევა ახლავს თან. გამოწვევების წინასწარ შეფასება და სწორი დაგეგმვა საბოლოოდ ქმნის პროდუქტს, რომელიც სრულად არის მორგებული მომხმარებელზე რაც კონკურენტუნარიანს ხდის მას.
》პირველი ეტაპი იდეისა და მიზნის განსაზღვრაა.
》UX/UI. მომხმარებელს არ სჭირდება სირთულეები, მისთვის მნიშვნელოვანი ყველაფერი მარტივია, შესაბამისად საჭიროა ინტუიციური და მარტივად გასაგები ინტერფეისის შექმნა, რომელიც UX/UI დიზაინერის პასუხისმგებლობაა.
》მნიშვნელოვანია პლატფორმების მრავალფეროვნება - Android vs iOS. აპლიკაციები ერთნაირად არ იქმნება ორივე პლატფორმისთვის, ის სხვადასხვა მიდგომას მოითხოვს. ამიტომ, გამოსავალია ორიგინალი კოდირება ორივე პლატფორმისთვის ან cross-platform ტექნოლოგიების გამოყენება.
》ტესტირება და ხარისხის კონტროლი. ეს უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან აღმოიფხვრას ხარვეზები და აპლიკაცია გამართული მუშაობით მიეწოდოს მომხმარებლებს.
》უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა.
》ბიუჯეტი და დროის მენეჯმენტი.
》მომხმარებელთა ჩართულობა და უკუკავშირი.
》მონეტიზაცია. აპლიკაცია მნიშვნელოვანია იყოს ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი, სხვაგვარად ის ზარალის მომტანია. მოკლედ, მობილური აპლიკაციის შექმნა არ ხდება უცებ და მარტივად. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც ერთნაირად მოითხოვს ტექნოლოგიური, დიზაინის, მარკეტინგული და სტრატეგიული ხედვების გაერთიანებას. გამოწვევები რათქმაუნდა გარდაუვალია, თუმცა საჭიროც არის საბოლოოდ პროდუქტის სრულყოფილი მიღებისათვის.