მობილური აპლიკაციების ანალიტიკა: რა უნდა იცოდე შენი მომხმარებლების ქცევაზე

წარმატებული მობილური აპლიკაციის შესაქმნელად დამეთანხმებით, რომ საკმაოდ დიდი შრომის გაწევა და ფინანსური რესურსია საჭირო. ეს არ არის მარტივი ან მოკლევადიანი შრომა არამედ პირიქით, ხანგრძლივი შრომის შედეგია. წარმატებული მობილური აპლიკაციის დამზადება მხოლოდ კოდის, დიზაინისა და მარკეტინგის შედეგი არ არის — ის არის მუდმივი ანალიზისა და გაუმჯობესების პროცესის ნაწილი. სწორედ ამის გათვალისწინებით, მობილური ანალიტიკა აპის განვითარების ერთერთი მთავარი კომპონენტია.
ახლა კი მოდი გავერკვეთ იმაში, თუ რატომ არის ანალიტიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანი? ამ შეკითხვას პასუხი უმჯობესია პატარა მაგალითით გავცეთ. დავუშვათ, რომ შენ გაშვებული გაქვს აპი და ხედავ, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი მცირე დროშივე წყვეტს მის გამოყენებას. მთავარი კითხვაა - რატომ? და ჩნდება სავარაუდო მიზეზებიც ისეთი, როგორიცაა - შეიძლება რეგისტრაციაა რთული, არასწორად მუშაობს კონკრეტული ფუნქცია ან მომხმარებლები არ იღებენ საკმარის მოტივაციას დასაბრუნებლად…. სწორედ ამ კითხვებზე და გაურკვევლობაზე სწორ პასუხს ანალიტიკა იძლევა.
ანალიტიკა საუკეთესო საშუალებაა იმის გასარკვევად თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები აპს რეალურად, ნახო მომხმარებლის ქცევის გზები, შემდეგ დაადგინო ჩაშლის წერტილები, გაზომო A/B ტესტების შედეგები და საბოლოოდ განსაზღვრო ახალი ფუნქციების საჭიროება.
გსმენია რამე Firebase Analytics-ზე? - მოდი აგიხსნი. Firebase არის Google-ის მძლავრი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ანალიტიკას, crash reporting-ს, push შეტყობინებებსა და A/B ტესტირებას. მისი ძირითადი უპირატესობები არის ის, რომ არის უფასო, ინტეგრირდება iOS-თანაც და Android-თანაც, ავტომატურად აგროვებს ძირითად მოვლენებს. ის მუშაობს შემდეგნაირად - აპში ინტეგრირებულია Firebase SDK და სისტემაში იგზავნება თითოეული მოქმედება, ხოლო მონაცემები ჩანს Firebase-ის Dashboard-ში, სადაც შეგიძლია იპოვო აქტიური მომხმარებლების რაოდენობა და გაფილტრო მომხმარებლები სხვადასხვა მოწყობილობების, ლოკაციის ან წყაროს მიხედვით.
ახლა კი განვიხილოთ Mixpanel, რომელიც არის ქცევაზე დაფუძნებული ანალიტიკა. Mixpanel საკმაოდ საინტერესოა, რადგან მას შეუძლია მომხმარებლის ქცევის ანალიზი და მისი მარტივი ვიზუალიზაცია.
Mixpanel-ის ძირითადი მახასიათებლებია Event-based ანალიტიკა,
Funnel-ები (რეგისტრაცია → პირველადი მოქმედება → შენახვა),
Cohort ანალიზი (როგორ იქცევა ერთი და იგივე მომხმარებელთა ჯგუფი დროში), Retention და Engagement დათვლა, Notification integration (შეგიძლია შექმნა ავტომატური შეტყობინებები ქცევაზე დაყრდნობით).
Mixpanel-ის ძლიერი მხარეა მომხმარებლების ქცევის ისტორიის აგება - ანუ რა გზით მივიდა რეგისტრაციიდან გდასახდელ ეტაპამდე.
ახლა კი გავერკვეთ იმაში, თუ როგორ დაგეხმარება მონაცემები აპის გაუმჯობესებაში?
Firebase-ის საშუალებით შეგიძლია ნახო თუ სად ჩერდებიან მომხმარებლები ხოლო, Mixpanel-ით დააკვირდები, სად კლებულობს ინტერესი. სწორედ ამის მიხედვით შეგიძლია დააკორრქტირო UI/UX.
ანალიტიკა გიჩვენებს: რომელი დღე ან საათია ყველაზე აქტიური და რა ქცევა ახასიათებთ დარჩენილ მომხმარებლებს. ამის განსაზღვრის შემდეგ უკვე შეგიძლია შექმნა ნოტიფიკაციები ან გეიმიფიკაციის ელემენტები და მომხმარებელს თავი სწორ დროს სწორ ადგილას შეახსენო.
A/B ტესტირებით შესაძლებელია ორი ვერსიის ერთიდა იმავე ფუნქციის შემოწმება და პირდაპირ ნახავ შედეგს, თუ რომელი აჩერებს მომხმარებელს უკეთ.
საბოლოოდ ალბათ ვთანხმდებით იმაზე, რომ მობილური აპის განვითარება მისი გაშვების დღეს არ მთავრდება და პირიქით, ეს უწყვეტი პროცესია იმისთვის, რომ აპი ბაზარზე აქტუალური და მოთხოვნადი იყოს. ხოლო ანალიტიკა არის ის, რაც გეხმარება იმ ნაწილში, რომ აპლიკაცია მუდამ იყოს განვითარებაზე ორიენტირებული.
Firebase Analytics იდეალურია სტარტაპებისთვის, ვისაც სჭირდება სტაბილური და უფასო ინსტრუმენტი.
Mixpanel — შესანიშნავია რთული ქცევითი ანალიზისთვის და სწრაფი ციკლის მქონე გუნდებისთვის.
ანალიტიკის მეშვეობით შენ იცნობ შენს მომხმარებლებს რაც არის უპირატესობა იმისთვის, რომ აგრძნობინო და დაანახო მათ ზრუნვა, საჭიროებების გაგება და პრობლემის გადაჭრის გზები, საბოლოოდ კი ანალიტიკის მეშვეობით შეგიძლია შექმნა უკეთესი პროდუქტი შენი მომხმარებლებისთვის.