მობილური აპლიკაციები გვიმარტივებს ცხოვრებას

წარმოგიდგენია შენი სმარტფონი აპლიკაციების გარეშე? რა როლო ექნებოდა მას შენს ცხოვრებაში? ალბათ უმნიშვნელო.
სმარტფონი აპლიკაციების გარეშე უბრალო მანათობელი ყუთია, რომელსაც მხოლოდ ციფრების აკრეფა და რეკვა, ფოტო/ვიდეო გადაღება შეუძლია. მაგრამ ყველამ იცის, რომ მობილური ამაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ ზარების განხორციელება. მოკლედ, აპლიკაციები ტელეფონის მთავარი გულია. ტექნოლოგიურმა პროგრესმა რომ ჩვენი ყოველდღიურობა რადიკალურად შეცვალა ალბათ ამაზე ყველა ვთანხმდებით, ხოლო ამ ცვლილებებში განსაკუთრებული როლი მობილურ აპლიკაციებს დამზადებას და მათ გამოყენებას უჭირავთ. აპლიკაციები ჩვენი ვირტუალური მეგობრები არიან, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში საკმაოდ ბევრ პრობლემასა და დისკომფორტს გვარიდებს თავიდან, იქნება ეს კომუნიკაცია, განათლება, შოპინგი, გადაადგილება თუ სხვა…
● აპლიკაციებში ერთ-ერთი პირველი, ყველაზე მოთხოვნადი კომუნიკაციის სერვისებია. ეს აპლიკაციები გვაძლევს საშუალებას მუდმივი კონტაქტი, უწყვეტი კავშირი გვქონდეს ადამიანებთან მაგრამ, ამავდროულად იმდენად იცის მიჩვევა მისმა გამოყენებამ, რომ დრო როგორ გავიდა შესაძლოა ვერც კი იგრძნო.
● დღეს საბედნიეროდ არის პროფესიები, რომელიც ოფისში რუტინულად ჯდომას არ უკავშირდება. სწორედ ამისთვის არის მობილური აპლიკაციები შექმნილი, როგორიცაა: Google Workspace, Microsoft Teams, Slack, Trello და Notion. ეს აპლიკაციები გვაძლევს საშუალებას დავგეგმოთ სამუშაო პროცესი სწორად, მუდმივად კავშირზე ვიყოთ გუნდთან და გავუზიაროთ მათ ინფორმაციები, დავალაგოთ პრიორიტეტები, განვსაზღვროთ ვადები და რაც მთავარი დავრჩეთ პროდუქტიულები ნებისმიერი ადგილიდან.
● დრო - უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი რამ არის თითოეული ჩვენგანისთვის და დროის კარგვა ძალიან დიდი დანაკლისია. შესაბამისად დროის სწორად განაწილება მთავარი ნაწილია დღის გეგმის. დღეს, როდესაც დროსთან ერთად ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაც მნიშვნელოვანია, აპლიკაციების მეშვეობით ეს ორი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. და დღეს, ძალიან ხშირ შემთხვევაში, აღარ არის საჭირო ბანკში მისვლა, რიგში დგომა და ქაღალდების შევსება. შეიქმნა სპეციალური აპლიკაციები ბანკებისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვმართოთ ჩვენი ფინანსები, გადავიხადოთ კომუნალურები, ვმართოთ ბარათები, გავაკეთოთ ტრანსფერები, გადავიხადოთ ფინანსური ვალდებულებები და სხვა…. ამასთანავე საკმაოდ პოპულარულია PayPal, Apple Pay, Google Pay და Revolut, ელექტრო საფულეები და გადახდის სისტემები.
● შოპინგი ვის არ უყვარს? არ ააქვს მნიშვნელობა ეს ტანსაცმელი იქნება, ტექნიკა, სხვადასხვა სამომხმარებლო თუ საოჯახო ნივთები, ნებისმიერი რამ ერთ სივრცეშია ხელმისაწვდომი ონლაინ შოპინგის აპლიკაციების დამსახურებით. Amazon, Aliexpress, Wish, Shein, TaoBao ხოლო საქართველოში მოქმედი Vendoo, Extra.ge, Soplidan.ge … მომხმარებელს აძლევს საშუალებას შეიძინოს პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად.
● იმგზავრე უსაფრთხოდ და კომფორტულად. დღეს ქალაქში გადაადგილება საკმაოდ დიდ დისკომფორტს წარმოადგენს, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი თითქმის მუდმივად გადაჭედილია და მისი გამოყენება არაა მარტივი. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ აპლიკაციებმა რევოლუცია მოახდინეს ტრანსპორტის სფეროშიც. დღეს Yandex, Bolt და Uber გვთავაზობენ სწრაფ და კომფორტულ მგზავრობას და რაც მთავარია უსაფრთხოდ.
● დღეს განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. აპლიკაციები, როგორიცაა Duolingo, Udemy, Coursera, Khan Academy, TED….გვაძლევს შესაძლებლობას ვისწავლოთ უცხო ენები, პროფესიული კურსები, მოვუსმინოთ ლექციებს სასურველი მიმართულებით….
● ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი ცხოვრებისთვის. MyFitnessPal, Fitbit, Sleep Cycle….. არის აპლიკაციები, რომელოც დაგეხმარებათ დაგეგმოთ კვება, ვარჯიში და ძილი სწორად.
● რომელია შენი საყვარელი გასართობი აპლიკაცია? დღეს ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს TikTok, სადაც ყველანაირი ტიპის ადამიანი იყრის თავს და იდება სხვადასხვა სახის კონტენტი. Netflix, Spotify, TikTok, Audible და Kindle - უყურეთ ფილმებს, გაერთეთ, მოუსმინეთ მუსიკას. მობილური აპლიკაციები ყოველდღიურად უფრო და უფრო მჭიდროდ იჭრებიან ჩვენს ცხოვრებაში. ისინი ვითარდებიან, იხვეწებიან, უფრო სწრაფები და მოქნილები ხდებიან და ამ ყველაფრის ფონზე კი საკმაოდ გვიმარტივებენ ყოფით ამოცანებსა და მნიშვნელოვნად გვაზოგვინებენ დროს. აპლიკაციების განვითარების ფაზები ჯერ არ დასრულებულა და ყველაფერი წინ არის, მით უფრო, რომ ახლა ხელოვნური ინტელექტი ბევრად გამოაცოცხლებს და უფრო ჭკვიანს გახდის მათ.