ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვინ წარმოიდგენდა რომ ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა? ახლა კი თითქოს სრულად მასზე ვართ დამოკიდებულნი. კომუნიკაცია, ინფორმაციის მიღება და გაცვლა, სწავლა, გართობა - ამ ყველაფერში უმნიშვნელოვანეს როლს ტექნოლოგია თამაშობს და განსაკუთრებით კი დიდი ადგილი მობილურ აპლიკაციას უჭირავს.
ობილური აპლიკაცია პროგრამული უზრუნველყოფაა და მათი საშუალებით მომხმარებლები კონკრეტულ ამოცანებს ასრულებენ.
აპლიკაციები იქმნება/იწერება კონკრეტული ოპერაციული სისტემისთვის. დღეს კი ყველაზე გავრცელებული სისტემებია Android და iOS. Android-ის მომხმარებლები აპლიკაციებს იღებენ Google Play Store-დან, ხოლო iOS-ის მომხმარებლები App Store-დან.
მობილური აპლიკაციების ტიპები
》ყველასთვის საყვარელი სოციალური ქსელები – Facebook, Instagram, TikTok, Snapchat და სხვა, რომლებიც როგორც კომუნიკაციის ასევე კონტენტის გაზიარების საშუალებაა. აქ ადამიანები ერთმანეთს თავიანთ ყოველდეიურობას, დასამახსოვრებელ მომენტებს და იდეებს უზიარებენ.
》WhatsApp, Viber, Telegram - სწრაფი და მარტივი საშუალებაა კავშირის დასამყარებლად.
》ბანკების აპლიკაციები, საკვების მიტანის სერვისები, სატრანსპორტო სერვისები.
》სასწავლო აპლიკაციები.
》ჯანმრთელობა და ფიტნესი.
》ფოტო/ვიდეო რედაქტირება.
》თამაშები და გართობა.
》ინფორმაციული აპლიკაციები.
მობილური აპლიკაციების შექმნა და უპირატესობები
》მარტივი ხელმისაწვდომობა, ინტუიციური ინტერფეისი, მრავალფუნქციურობა.
მობილური აპლიკაციები უამრავ სარგებელს გვთავაზობენ, მაგრამ ამასთანავე მის უკან გარკვეული რისკებიც იმალება. ეს არის მონაცემთა კონფიდენციალურობა და კიბერუსაფრთხოება.
თითქმის ყველა მობილური აპლიკაცია სარგებლობს მომხმარებლის პერსონალური მონაცემებით, რაც გულისხმობს: ადგილმდებარეობის გაზიარებას, საკონტაქტო ინფორმაციას, საბანკო დეტალებს, პირად და პერსონალურ მონაცემებს. რისკების შესამცირებლად გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციის გადმოწერისას ნებართვა არ მისცეთ ყველა მოთხოვნას და კარგად გაეცანით:
•რომელი ნებართვების მიღებას ითხოვს აპლიკაცია? როგორი შეფასებები აქვს ამ აპლიკაციას? ახლდება თუ არა რეგულარულად?
აქვე საყურადღებოა კიბერშეტევებიც. ყველაზე გავრცელებული საფრთხეებია:
》ფიშინგ შეტევები, რომელიც ამ ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური თემაა და სამწუხაროდ ბევრი მომხმარებელი ხდება ფიშინგის მსხვერპლი ასეთ დროს ხდება მომხმარებლის მოტყუება და ამის ხარჯზე მისი მონაცემების შეგროვება. ყველაზე ხშირად კი ეს ეხება საბანკო მონაცემებს, რა დროსაც თანხის მოპარვა ხდება.
》მავნე პროგრამები - ეს არის აპლიკაციები, რომლებიც მავნე კოდს შეიცავენ და მათი ჩამოტვირთვის შემდეგ თქვენი ტელეფონი და ინფორმაცია დაცული აღარ არის.
》საჯარო Wi-Fi ქსელების გამოყენება. ალბათ ბევრ თქვენგანს გამოუყენებია საჯარო Wi-Fi. გაითვალისწინეთ, რომ არასანდო ქსელებზე დაკავშირებისას თქვენი მონაცემები ადვილად შეიძლება კიბერშემტევების ხელში აღმოჩნდეს.
იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები ავირიდოთ ან რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ, საჭიროა განახორციელოთ შემდეგი ქმედებები:
》აპლიკაციები აუცილებლად მხოლოდ სანდო წყაროებიდან გადმოწერეთ.
》ცვალეთ პაროლები და არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი ყველა ანგარიშზე;
》რეგულარულად განაახლეთ როგორც აპლიკაციები, ისე ოპერაციული სისტემა;
》გააქტიურეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია თუ კი აპლიკაცია იძლევა ამის შესაძლებლობას.
》დააყენეთ ანტივირუსული ან უსაფრთხოების აპლიკაცია.
》ეცადეთ არ გააზიაროთ პირადი ინფორმაცია.
მობილური აპლიკაციის მნიშვნელობა ბიზნესში.
ბიზნესისთვის მობილური აპლიკაციის დამზადება ერთერთი მნიშვნელოვანი გასაღებია წარმატებისთვის. ვინაიდან ნებისმიერი ბიზნესის განვითარება და წარმატება მეტწილად მომხმარებელზეა დამოკიდებული, მათთან მუდმივი კომუნიკაციის დამყარება საკმაოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ მცირე და დიდი კომპანიები აქტიურად ქმნიან აპლიკაციებს, რათა გაიმარტივონ მომხმარებლებთან ურთიერთობა და მათ შესანარჩუნებლად ქონდეთ მუდმივი კავშირი.
მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის შემდეგ უპირატესობებს მოიცავს:
》პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებელთან, მათთვის მუდმივად თავის შეხსენება და სიახლეების გაზიარება;
》გაყიდვების გაზრდა;
》ბრენდის ერთგულების ჩამოყალიბება და მომხმარებლებზე ზრუნვა;
》მონაცემების შეგროვება და ანალიზი.
რათქმაუნდა აპლიკაციის შექმნა და შემდეგ მისი განვითარება პატარა ფინანსებთან არაა დაკავშირებული, ის საკმაოდ ხარჯიანიცაა, თუმცა სწორი მიდგომის შემთხვევაში საკმაოდ მომგებიანიც კია.
მობილური აპლიკაციები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას საკმაოდ ცვლიან, ისინი სწრაფად და ეფექტურად მუშაობენ, რაც ხელს უწყობს ჩვენი დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას. თუმცა, მათი გამოყენება ბოლომდე გააზრებული უნდა იყოს, რადგან შესაძლოა უბრალოდ დიდი დრო და რესურსი დაგაკარგვინოთ.