ვის არ სურს სრულყოფილი პროდუქტის შექმნა და გაშვება? რათქმაუნდა ყველას უნდა. ბევრი დამწყები დეველოპერი თუ მეწარმე სრულყოფილებისთვის ფიქრობს, რომ ყველა ფუნქცია, ანიმაცია, დეტალი აუცილებელია, მაგრამ, თუმცა ეს მიდგომა ხშირად დამღუპველია რადგან, სჭირდება დიდი ბიუჯეტი, ბევრი დრო და ამ ყველაფერთან ერთად გაუგებარია მომხმარებლის უკუკავშირი.
სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს MVP — Minimum Viable Product.
რა არის MVP?
MVP არის აპის პირველი ვერსია, რომელიც მხოლოდ ყველაზე აუცილებელ ფუნქციებს მოიცავს და მიზნად ისახავს სწრაფად მიღებულ რეალურ უკუკავშირს.
MVP საუკეთესო საშუალებაა დროის, ფულისა და ენერგიის დაზოგვისთვის და თან შეგიძლია მიიღო მომხმარებლის უკუკავშირი.
MVP-ს რამდენიმე ეტაპი აქვს.
》პირველი ესაა იდეის გადამოწმება
ვის სჭირდება შენი აპი?
რომელი პრობლემაა გადასაჭრელი?
》ძირითადი ფუნქციონალის გამოყოფა
წარმოიდგინე, რომ აშენებ Uber-ს. პირველივე ვერსიაში არ არის საჭირო: რეიტინგები, ჩათი, მრავალფეროვანი გადახდის მეთოდი.
MVP საკმარისი ვარიანტია:
მომხმარებელი ხედავს მანქანას რუკაზე, იძახებს ტაქსის და იხდის მინიმალურად
》პროტოტიპი & დიზაინი
კოდირებამდე, შეადგინე მომხმარებლის ნაკადი (user flow) და შექმენი მარტივი დიზაინი (Figma, Adobe XD). მნიშვნელოვანია, რომ დიზაინი არ უნდა იყოს სრულყოფილი, უბრალოდ საჭიროა იყოს გასაგები და გამოყენებადი.
》ტესტირება და უკუკავშირის შეგროვება
გაუშვი პროდუქტი პატარა ჯგუფზე და დააკვირდი თუ როგორ იყენებენ, შემდეგ კი ჩაატარე მცირე ინტერვიუები და გამოიყენე ანალიტიკა.
MVP წარმატებულია, თუ მომხმარებელი თავიდანვე ხედავს ღირებულებას
MVP-ის წარმატებული მაგალითია
Instagram, მას თავდაპირველად მხოლოდ ფოტოების ატვირთვა და ფილტრები ჰქონდა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ MVP საკმაოდ გონივრული ნაბიჯია.
როგორ იპოვო და შეინარჩუნო მობილური აპის მომხმარებლები კონკურენტულ ბაზარზე?
დღეს App Store-სა და Google Play-ზე მილიონობით მობილური აპლიკაციაა შექმნილი, მსგავსი თემატიკის, ხასიათის, სტილის და ყოველივე მათგანს უწევს ბრძოლა, რომ შესამჩნევი გახდეს. ამიტომ მხოლოდ კარგი აპის შექმნა აღარ არის საკმარისი, არამედ მნიშვნელოვანია აპი გადმოწეროს და შემდეგ დატოვოს მომხმარებელმა ტელეფონში.
სწორედ ამისთვის აუცილებლად უნდ განსაზღვრო, თუ ვინ არის შენი მიზნობრივი მომხმარებელი?
რა მისია აკისრია შენს აპს და რა კონკრეტულ პრობლემას წყვეტს?
და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, თუ რატომ უნდა გადმოწეროს ეს აპი მომხმარებელმა და არა სხვა?
》როგორ უნდა იპოვო მომხმარებლები?
•App Store Optimization (ASO)
ASO არის SEO მობილური აპებისთვის. ის უწყობს ხელს აპის უკეთ განთავსებას App Store-სა და Play Store-ში.
მნიშვნელოვანია:
საკვანძო სიტყვების გამოყენება დასახელებასა და აღწერაში
მკაფიო, დამაინტრიგებელი სკრინშოტები
•მარკეტინგული არხები
განავითარე სოციალური მედია – TikTok, Instagram Reels, YouTube.
•გამოიყენე ინფლუენსერ მარკეტინგი.
•მნიშვნელოვანია ბლოგები და PR სტატიების გაშუქება.
•პერსონალიზებული რეკლამა
გამოიყენე პლატფორმები, როგორიცაა Meta Ads და Google App Campaigns. მიზანი — სწორ მომხმარებელზე სწორი მესიჯის მიწოდება. რეკლამის გაშვება შესაძლებელია სიზუსტით - ასაკით,
ინტერესებით, მოწყობილობის ტიპით, ქცევითი მონაცემებით, ლოკაციით….
》როგორ შეინარჩუნო მომხმარებლები
ვინაიდან აპის გადმოწერა მხოლოდ პირველი ნაბიჯია მთავარი გამოწვევა კი მისი შენარჩუნებაა არსებობს რამდენიმე გზა მომხმარებლის დასატოვებლად.
•Push შეტყობინებები- უნდა იყოს მოკლე, საინტერესო, მისთვის საჭირო და გამოყენებადი და არანაირად არ უნდა იწვევდეს გაღიზიანებას.
•Gamification (თამაშის ელემენტები)
დაამატე ქულები, მიზნები, ბეჯები — მომხმარებლები მოტივირებულნი რჩებიან პროგრესით.
მაგალითად:
ყოველი დღე გამოყენებისთვის – ბონუსი ან წარმატებული მოქმედებისთვის – ვირტუალური ჯილდო.
》ანალიტიკა და გაუმჯობესება
აუცილებლად გამოიყენე Firebase, Mixpanel, Amplitude და გაარკვიე, თუ სად, რა ეტაპზე ტოვებენ აპს მომხმარებლები? ან რომელი ფუნქციებია პოპულარული და რამდენ ხანს იყენებენ? მიღებული ინფორმაციით კი შეგიძლია UX დიზაინის გაუმჯობესება.
არ გამოგრჩეთ მომხმარებლის სიცოცხლის ციკლი - User Lifecycle
》 Acquisition – აპამდე მისვლა
》Activation – პირველი შთაბეჭდილება
》Retention – რამდენად ხშირად ბრუნდება
》Referral – გაუზიარებს თუ არა სხვას
》Revenue – გადაიხდის თუ არა
საბოლოოდ ვთანხმდებით იმაზე, რომ კონკურენცია მობილურ ბაზარზე უზარმაზარია, და შესაბამისად უნდა გამოიყენოთ ყველა გზა იმისთვის, რომ ბაზარზე არ გაქრეთ.