იდეიდან პროდუქტამდე - როგორ იქმნება წარმატებული აპლიკაციები

ყველაფერი არის იდეა. რაც ჩვენს ირგვლივ ხელშესახებია, ოდესღაც იდეა იყო. რა პრიმიტიულია მაგრამ, რბილი სავარძელიც კი ოდესღაც იდეის დონეზე არსებობდა და შემდეგ იქცა რეალობად და საერთოდაც, ყველაფერი რაც ჩვენს, შენს ირგვლივ არის, რასაც ვეხებით, ვიყენებთ, მოკლედ ყველაფერი ოდესღაც მხოლოდ და მხოლოდ იდეა იყო.
ახლა კი წარმოიდგინე როგორ რეალობაში ვიცხოვრებდით თავის დროზე იდეის ავტორებს უბრალოდ რომ დაევიწყებინათ და სისრულეში არ მოეყვანათ ან მიზნად არ ექციათ იდეების რეალობად ქცევა. ან უბრალოდ მის განხორციელებაზე უარი მხოლოდ იმიტომ ეთქვათ, რომ ქონოდათ შიში იმისა, რომ იდეის განხორციელება წარუმატებელი აღმოჩნდებოდა.
იდეა საწყისი, ძალიან პატარა წერტილია იმ დიდი თავგადასავლის, რომელიც შესაძლოა შენს ცხოვრებაში დაიწყოს. იდეის განხორციელება მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის, საკმაოდ რთული, თავგადასავლებით და იმედგაცრუებებით სავსე გზაა, რომელსაც საბოლოოდ მივყავართ წარმატებამდე.
როგორ ჩნდება იდეა? ხის ქვეშ ჯდომით? ბნელ ოთახში გამოკეტვით? ბევრი წიგნის კითხვით? ტახტზე მოკალათებული ახალი იდეის გაჩენის ფიქრში? სეირნობისას ან იქნებ ვარჯიშის დროს? იქნებ სიზმრად მოდის? ან დანაყრების შემდეგ? კი, ნამდვილად ბევრი ვარიანტია, თუმცა ვერავინ გეტყვით ზუსტად იდეები როგორ ჩნდება ან როგორ უნდა გაჩნდეს, შეიძლება ეს ხანგრძლივი ფიქრის და კვლევის შედეგი იყოს, ან შესაძლოა უცებ გონებაში გაიელვოს და დარჩეს. მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ ვერ გეტყვით თუ როგორ ჩნდება იდეა, შემიძლია გითხრათ თუ რა არის სსჭირო იდეის რეალობად ქცევისთვის. მოდი, პირველ რიგში შევეხოთ ადამიანის შინაგან სისუსტეებს, რაც ხშირად უკან დახევის მიმზეზიც კი შეიძლება გახდეს.
》დაუჯერე საკუთარ თავს და გწამდეს შენი შესაძლებლობების. აბა დაფიქრდი, თუ კი შენ არ გჯერა შენი იდეის, სხვის დარწმუნებას როგორ შეძლებ?
》იმოქმედე და იმოქმედე. მოქმედება წარმატების გასაღებია. ბევრი ფიქრი კარგია, მაგრამ გადამეტებული არაფერი ვარგა, ბადებს ეჭვებს და აფერხებს მოქმედებას. გახსოვდეს, რომ მოქმედებასაც თავისი დრო აქვს.
》ნუ შეშინდები, თუ შენი იდეა სრულყოფილი არ იქნება, რადგან დიდი იდეები თავიდანვე სრულყოფილად არ იბადებიან, ისინი გზადაგზა, ეტაპობრივად ვითარდებიან.
》შეცდომები, წარუმატებლობის პატარა ეტაპები სულ არის და საკმაოდ ბუნებრივი პროცესიცაა, უბრალოდ მთავარია ის არის, რომ მისი გამოსწორების გზა იპოვო. რა ხდება დღეს? დღეს ჩვენი სამყარო ციფრული რეალობის წინაშე დგას. ეს ეპოქა ყოველ დღე, ყოველ წამს ვითარდება, იზრდება, იცვლება, და ჩვენს ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე და ცხოვრების წესზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. და თუ კი ოდესმე იდეის არსებობა ციფრულ სამყაროზე ფანტაზიად ითვლებოდა, დღეს რეალური პროდუქტია ჩვენს ხელში. იდეა პატარაა თუმცა შემდეგ ხდება მასშტაბური. მაგალითად აპლიკაციები, რომლებიც საწყის ეტაპზე შეიქმნა ძალიან მწირე ფუნქციონალით, გახდა მრავალფეროვნების საფუძველი.
იდეა წარმატებული მობილური აპლიკაციის დამზადების საწყისი წერტილია, ხოლო ყველაფერი იწყება პრობლემით ან საჭიროებით. წარმატებული აპლიკაციების უმეტესობას ერთი მიზანი აქვს, ეს არის ცხოვრების გამარტივება და კონკრეტული პრობლემების გადაჭრა.
》UI/UX დიზაინი - იდეის შემდეგ იწყება ვიზუალური დაგეგმვა. UI (User Interface) - მომხმარებელი ხედავს, UX (User Experience) მომხმარებელი გრძნობს.
》დეველოპერების როლი აპლიკაციის შექმნაში Frontend დეველოპერი — ქმნის იმას, რასაც მომხმარებელი ხედავს, ხოლო Backend დეველოპერი კი იმას, რასაც მომხმარებელი ვერ ხედავს. Full-stack დეველოპერი კი ერთი ადამიანია, რომელიც ორივე ფუნქციას ითავსებს.
》არ დაგავიწყდეს, რომ ასევე მნიშვნელოვანია QA როლი — ისინი აპს სხვადასხვა სიტუაციაში ამოწმებენ, რომ შეცდომები არ დარჩეს.
》ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა არის გაშვება და მარკეტინგი.
》აპის შექმნით და გაშვებით არ სრულდება მასზე ზრუნვა, პირიქით აპის ისტორია ამის შემდეგ იწყება. მომხმარებელთა უკუკავშირი, ანალიტიკა, განახლებები, ახალი ფუნქციები — ეს ყველაფერი საჭიროა წარმატების მოსაპოვებლად და შემდეგ უკვე შესანარჩუნებლად. მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მობილური აპლიკაციის შექმნა არის მოგზაურობა იდეიდან წარმატებამდე.