ციფრული სამყარო დღითიდღე ვითარდება და თან საკმაოდ სწრაფი ტემპით, რამაც პროფესიული ბაზრის სრულად შეცვლა განაპირობა. გაჩნდა და წინა პლანზე წამოიწია ახალი პროფესიები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ არც კი არსებობდა, ან ნაკლებად ცნობილი იყო. სწორედ ამ ახალი პროფესიების კადრებზე უკვე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, დიდი თუ პატარა ბიზნესი ხვდება, რომ ციფრული პროფესიის მქონე ადამიანები წარმატების გასაღებია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პროფესიის სწორად არჩევა, რადგან ეს არჩევანი ჩვენს მომავალს განსაზღვრავს.
დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია მობილური აპლიკაციების დეველოპერია. მობილურ აპლიკაციებს შექმნა და შემდგომი განვითარება არის ის რაც ამარტივებს ჩვენს ყოველდღიურობას.
ზოგადად ციფრული პროფესიები უკვე ძალიან მოთხოვნადია და ყველა სფეროში საჭიროებენ სპეციალისტებს სხვადასხვა მიმართულებით.
მოდი გავარკვიოთ, თუ რატომ გახდა მოთხოვნადი ეს პროფესია?
მობილური აპლიკაციები ყველგან არიან. სახლში, სამსახურში, მგზავრობისას ან არ აქვს მნიშვნელობა, დააკვირდი რამდენად ხშირად გიჭირავს ხელში სმარტფონი და რას აკეთებ? დღის მანძილზე რომელ მობილურ აპლიკაციას იყენებ ყველაზე ხშირად და რატომ? სოციალური ქსელების აპლიკაციებს, ონლაინ მაღაზიების აპლიკაციებს, ბანკის პროგრამებს….. ამ და სხვა უამრავი აპლიკაციის უკან სწორედ დეველოპერები დგანან, ისინი ქმნიან და ავითარებენ მათ ჩვენთვის.
ამ ბოლო დროს კი დეველოპერებზე მოთხოვნა საკმაოდ იზრდება, რადგან კომპანიები ცდილობენ მომხმარებლებთან კომუნიკაცია აპლიკაციების მეშვეობით მოახდინონ, ამისთვის კი საჭიროა გუნდი, რომელიც იდეებს ფრთებს შეასხამს და იდეალურად, სწრაფად და სწორად განახორციელებს.
გაინტერესებს რა უნარები უნდა ქონდეს დეველოპერს გარდა კოდირების ცოდნისა?
》უნდა გაარკვიოს მომხმარებლის საჭიროებები;
》დაწეროს კოდი iOS-ისთვის ან Android-ისთვის;
》უნდა გამოიყენოს cross-platform ტექნოლოგიები - Flutter, React Native;
》ითანამშრომლოს დიზაინერებთან, ტესტერებთან და მენეჯერებთან, რაც საკმაოდ საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმეა;
》დატესტოს, განაახლოს და გააუმჯობესოს აპლიკაციის ფუნქციონალი.
თუ თქვენ ირჩევთ პროფესიას, ან აპირებთ ცვლილებებს მაშინ დაიმახსოვრეთ, იმისთვის რომ მობილური აპლიკაციების დეველოპერი გახდეთ, სულაც არ არის საჭირო ან აუცილებელი მოთხოვნა უნივერსიტეტში სწავლება, საჭიროა მყარი თეორიული ცოდნა ტექნიკურ სფეროში და პრაქტიკული გამოცდილებების დაგროვება. საკმაოდ ბევრი ფაქტია იმაზე, რომ მრავალი ადამიანი გახდა წარმატებული სპეციალისტი იმით, რომ ან კურსები გაიარეს ან სხვადასხვა წყაროებიდან შეკრიბეს ინფორმაცია და თავად ისწავლეს.
თუ კი უკვე გადაწყვიტეთ, რომ თქვენი მომავალი პროფესია მობილური აპლიკაციების დეველოპერობაა, მაშინ გახსოვდეს:
》უნდა ისწავლო შემდეგი პროგრამირების ენები: Java, Kotlin, Swift, Dart, JavaScript;
》UI/UX დიზაინის საბაზისო გაგება
》მობილური პლატფორმების მუშაობის პრინციპები (Android, iOS)
》მონაცემთა ბაზების ცოდნა (SQLite, Firebase, MongoDB)
》API-ებთან მუშაობის უნარი
უნდა შეგეძლოს პრობლემების გადაჭრა და აუცილებლად ანალიტიკურო აზროვნება, ეს უნარები კი ნებისმიერ პროფესიაში საკმაოდ საჭიროა.
რაც შეეხება დასაქმებას, მობილური აპლიკაციების დეველოპერებს სხვადასხვა სექტორში შეუძლიათ მუშაობის დაწყება:
•ტექნოლოგიური კომპანიები;
•სტარტაპები;
•ფრილანსინგი – დამოუკიდებლად პროექტებზე მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ამ პროფესიაში პროგრესი სწრაფად ხდება: Junior → Middle → Senior → Team Lead ან CTO და წარმატებულ დეველოპერს შეუძლია გახდეს კომპანიას ტექნოლოგიური დირექტორი ან დაარსოს საკუთარი სტარტაპი.
ანაზღაურების მხრივ კი საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვთ მობილური აპლიკაციების დეველოპერებს, მაგალითად საქართვლოში საშუალო ხელფასი გამოიყურება ასე:
》Junior დეველოპერი:1,200 – 2,000 ლარი;
》Middle დეველოპერი: 2,500 – 4,500 ლარი;
》Senior დეველოპერი: 5,000 ლარზე მეტი;
საერთაშორისო ბაზარზე კი ასე:
》$2,000 – $10,000+ თვეში, პროექტის და გამოცდილების მიხედვით.
მობილური აპლიკაციების დამზადება საკმაოდ მოთხოვნადი გახდა შესაბამისად შექმნელის პროფესიაც კიდევ უფრო დაფასებულია, რომელიც აერთიანებს კრეატივს, ბიზნესსა და ტექნოლოგიას. ეს პროფესია მუდმივად ვითარდება და მოთხოვნა რათქმაუნდა კიდევ უფრო გაიზრდება უახლოეს მომავლში. ასე რომ, სწორად განსაზღვრე თუ რისი კეთება გსიამოვნებს და რას გინდა მიაღწიო, პროფესიაც ამის მიხედვით აირჩიე.