10 ინოვაციური მობილური აპლიკაცია, რომლებმაც შეცვალეს თავიანთი ინდუსტრია

მობილური აპლიკაციები ჩვენი ყოველდღიურობის გამარტივებისთვის არის შექმნილი, მაგრამ მხოლოდ ჩვენ, მომხმარებლებს როდი გვეხმარებიან. აპები ცვლიან ინდუსტრიებსა და მათ რეალობას, წესებს, მომხმარებელთა მოლოდინებს. მოდი განვიხილოთ 10 გამორჩეული, განსაკუთრებული აპლიკაცია:
》Duolingo — განათლება Duolingo-მ შეძლო და ენის სწავლის პროცესი თამაშად აქცია, რაც პროცესს საკმაოდ ამარტივებს და ხალხს განსაკუთრებით იზიდავს. მას 500+ მილიონი ჩამოტვირთვა აქვს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთერთი საუკეთესო აპლიკაციაა.
》Calm — მენტალური ჯანმრთელობა ალბათ არავისთვის იქნება გასაკვირი, რომ დღეს დღეისობით კიდევ უფრო განსაკუთრებული ყურადღების დათმობა მენტალურ ჯანმრთელობას სჭირდება, რადგან გადატვირთული ცხოვრების წესი და სტრესი ძალიან მოქმედებს თითოეულ ჩვენგანზე. Calm ერთ-ერთი პირველი აპი იყო, რომელმაც მენტალური ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. აპლიკაცია მოიცავს მედიტაციას, სუნთქვით ვარჯიშებს, მუსიკას ძილისთვის. აღსანიშნავია, რომ აპმა გაიმარჯვა Apple-ის „App of the Year“-ად 2017 წელს და მისი წყალობით მედიტაცია მასობრივად პოპულარული გახდა.
》Notion იცით რა ქნა Notion-მა? მან გადმოწერა ათობით აპის ფუნქციონალი ერთ პლატფორმაში, გახადა საკმაოდ კომფორტული და მარტივი. შედეგად მას აქტიურად იყენებენ სტუდენტები, კომპანიები, მენეჯერები. მთავარი ამბავი კი ისაა, რომ შენ თავად ქმნი სტრუქტურას: ბაზები, კალენდარები, თასქები.
》Uber თქვენ ფიქრობთ რომ Uber-მა მხოლოდ ტაქსის სფეროს შეცვლა მოახერხა? არა, მან სრულიად ახალი ეკონომიკა წარმოშვა - gig economy. შენ შეგიძლია ერთი დაწკაპუნებით სასურველ ადგილზე გამოიძახო მანქანა და მთავარია ის ფაქტიც, რომ გადახდა შეგიძლია აპლიკაციიდან. Uber-ს უკვე 93+ მილიონი მომხმარებელი 60+ ქვეყანაში ყავს, დამეთანხმებით მართლა ძალიან მაგარი შედეგია.
》TikTok გართობა ვის არ უყვარს? ან ვიდეოების ყურება? ან უბრალოდ სქროლვა თავისუფალ დროს? TikTok-მა შეძლო და ადამიანები მისი პლატფორმის ვიდეოებს მიაჯაჭვა. მოკლე ფორმატი, მძლავრი ალგორითმი და შანსი ნებისმიერ ადამიანს, გახდეს ცნობილი, მიმზიდველად ხდის. ეს არის პლატფორმა, რომელზეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცვალა მედია-მარკეტინგის სტრატეგიები.
》Revolut რა გააკეთა Revolut-მა? მან ბანკინგი გადაიტანა მობილურში და ყველანაირი სერვისი ხელმისაწვდომი გახადა. შენ არ გჭირდება ფილიალში მისვლა და შეგიძლია ისარგებლო ნებისმიერი ვალუტით, კრიპტოთი და განახორციელო სწრაფი გადარიცხვები.
》Too Good To Go ამ მობილური აპლიკაციის დამზადება უკავშირდება საკვებს გადაარჩინე საკვები - გაგიგიათ ამ აპლიკაციის შესახებ? ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი მობილურ სამყაროში, რისი მეშვეობითაც ასობით ტონა საკვების გადაგდების თავიდან აცილება გახდა შესაძლებელი.
》Twitch Twitch გთავაზობთ ლაივ სტრიმინგს, ჩატს. მან წარმოშვა ახალი პროფესიებიც: სტრიმერები, მოდერატორები, გეიმ-ინფლუენსერები.
》MyFitnessPal დღეს დღეისობით ცხოვრების წესიდან გამომდინარე ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ ძნელია კვების და ვარჯიშის მონიტორინგი. სწორედ ამიტომ ეს აპლიკაცია გთავაზობთ ორივეს მონიტორინგს ერთდროულად. ის სკანერით ამოიცნობს საკვებს და გიჩვენებს კალორიებს, მიკრონუტრიენტებს.
》Google Maps Google Maps ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ასე არაა? .ას ალბათ ბევრი ახსნა და ქება არ სჭირდება, რადგან მგონი არც არის ადამიანი დარჩენილი რომელსაც არ გამოუყენებია ან არ სმენია მის შესახებ. ახლა კი ქართული სტარტაპების ისტორიები გავიხსენოთ :იდეიდან აპლიკაციამდე. საქართველოში მობილური აპლიკაციის შექმნა და განვითარება თანდათან იზრდება. Sweeft Fitness - ეს არის ქალებისთვის შექმნილი ქართული ვარჯიშის აპი. აქ არის ყოველდღიური ვიდეოგეგმები, ქართულად მოლაპარაკე ტრენერი, პროგრესის მონიტორინგი. აპმა 6 თვეში 20,000 აქტიური მომხმარებლის დაგროვება შეძლო. Qari App ფინანსური მიკროკრედიტების აპი, რომელიც მომხმარებლის ქცევასა და დროულ გადახდებზე დაყრდნობით ადგენს საკრედიტო ქულას. ეს არის საკმაოდ კარგი, გამართული და მნიშვნელოვანი აპი. აქ ხელმისაწვდომია: სწრაფი განაცხადი, AI-ზე დაფუძნებული რისკების ანალიზი და რამდენიმე მცირე ბანკთან ინტეგრაცია. EduRoom იცოდო, რომ მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ერთად შექმნეს პლატფორმა, რომელიც განათლების მიღებას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის? ის აერთიანებს ონლაინ გაკვეთილებს, შეფასებებსა და დავალებების მართვას. სხვათა შორის უკვე გამოყენებულია 40-მდე სკოლასა და უნივერსიტეტში. აღსანიშნავია, რომ ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ქართული აპები უფრო მეტად ცდილობენ ადგილობრივ პრობლემებზე დაყრდნობით შექმნან აპი, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის რეალობას.