აპლიკაცია როგორც შემოსავლის წყარო

დღევანდელ ციფრულ სამყაროში თითქმის ყველაფრის შემოსავლის წყაროდ გადაქცევა საკმაოდ რეალური და შესაძლებელია. სწორედ ამ ფაზაშია მობილური აპლიკაციები. ისინი მხოლოდ გასართობი ან საკომუნიკაციო საშუალებები აღარ არიან, არამედ უკვე საკმაოდ მძლავრ ეკონომიურ პლატფორმას წარმოადგენენ და ბიზნესშიც კი, ფინანსური წარმატების ნაწილში, საკმაოდ დიდი როლი უჭირავთ. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ვინ იფიქრებდა არა, რომ უბრალო აპლიკაციის უკან მთელი ციფრული სამყარო და დიდი ფინანსური შემოსავალი დადგებოდა? დღეს ყველანაირ ბიზნეს სჭირდება აპლიკაცია და მისი როლი და გავლენა ბიზნესსა და მომხმარებელს შორის საკმაოდ დიდია. მართებული იდეა, ეფექტური ფუნქციონალი და სწორი მონეტიზაციის მოდელი აპლიკაციას წარმატების წყაროდ აქცევს. აბა გადახედე ტელეფონში რამდენი აპლიკაცია გაქვთ ჩამოტვირთული? რისთვის იყენებ მათ? ან რამდენ მათგანში იხდით გარკვეულ თანხას? ადამიანები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ ციფრულ სფეროში, საკმაოდ ხშირად ყიდულობენ აპლიკაციებს. იმის მიუხედავად, რომ ბევრი უფასო ალტერნატივაც მოიძებნება ხოლმე, ფასიანი ვერსიები უფრო მაღალ ხარისხს, ფართო არჩევანსა და სიმარტივეს სთავაზობს მათ. უამრავი დამოუკიდებელი დეველოპერი საკმაოდ დიდ თანხებს შოულობს მხოლოდ ერთი აპლიკაციით, ხოლო დიდი კომპანიები აპლიკაციების დახმარებით აფართოებენ ბაზარსა და შემოსავლებს. სწორედ ამ მიზეზით მობილური აპლიკაციების დეველოპერი საკმაოდ მოთხოვნადია ბაზარზე, როგორც ადამიანი, რომელიც იმუშავებს, ასევე პროფესიული თვალსაზრისითაც. გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესო პროფესიაა, დაინტერესების მთავარი წყარო ისევ და ისევ ფინანსური ნაწილია, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ ერთერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი პროფესიაა. გაინტერესებთ თუ როგორ შეიძლება აპლიკაცია გახდეს შემოსავლის წყარო? მოდი განვიხილოთ ის ძირითადი გზები, რომლის საშუალებითაც ხდება ფულის გამომუშავება.
》ფასიანი აპლიკაციები მომხმარებელი ერთჯერადად და თვიურად იხდის თანხას აპლიკაციის ჩამოტვირთვისას. ეს თანხები დიდ ციფრებს არ უკავშირდება ხოლმე, სამაგიეროდ მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი. ფასიანი აპლიკაციის უპირატესობა უფასოსთან შედარებით მისი ხარისხი, მრავალფეროვნება და განახლების ტემპებია.
》 In-App Purchases – აპლიკაციის შიდა შესყიდვები ეს ალბათ უფრო თამაშების ნაწილს ეხება. აპლიკაცია უფასოა, მაგრამ მის შიგნით არის დამატებით ფასიანი ფუნქციები, რისი შეძენაც შეუძლია მომხმარებელს. აპლიკაცია შიდა სივრცეს ხშირად ისე აწყობს, რომ ან აუცილებელი ხდება იყიდო კონკრეტული ფუნქცია, ან ამ გადაწყვეტილებამდე ნელ-ნელა მიყავხარ საჭიროებიდან გამომდინარე.
》გამოწერის მოდელი (Subscription) გამოწერის სისტემით შესაძლებელია თანხა გადაიხადო ყოველთვიურად და მიიღო კონკრეტული სერვისი მისი განახლებებითურთ. ეს მეთოდი სტაბილური შემოსავლის წყაროა და საკმაოდ გავრცელებულიც.
》რეკლამა რეკლამებზე დაფუძნებული აპლიკაციები უფასოა მომხმარებლისთვის, მაგრამ არა კომპანიებისთვის. ამ შემთხვევაში შემოსავალს მიღება სწორედ კომპანიიდან ხდება რეკლამის სანაცვლოდ. ვინ და როგორ ქმნის აპლიკაციებს შემოსავლისთვის?
》დამოუკიდებელი დეველოპერები;
》სტარტაპები;
》კომპანიები და ბრენდები. აპლიკაციის შემოსავალი დამოკიდებულია:
》იდეაზე;
》ხარისხზე;
》მარკეტინგზე;
》მიზნობრივ აუდიტორიაზე;
》მონეტიზაციის სწორ სტრატეგიაზე. თუ შენი მიზანია გქონდეს აპლიკაცია, რომელიც შემოსავლის წყაროდ გადაიქცევა მაშინ გაითვალისწინე:
》გჭირდება კარგად დამუშავებული იდეა და გუნდი, რომელიც შენს იდეას რეალობად აქცევს, და თან აქვე უნდა გაითვალისწინო, რომ ხარისხი უმნიშვნელოვანესია. ამ ყველაფერთან ერთად საჭიროა მონეტიზაციის გეგმა, ანუ უნდა განსაზღვროთ თუ როგორ რა ფორმატით გამოიმუშავებს აპლიკაცია ფულს. აპლიკაციის პოპულარიზაციისთვის კი უმნიშვნელოვანესია მარკეტინგული კამპანიები და სწორი მესიჯების გაგზავნა მომხმარებლებისთვის. ციფრული სამყაროს შესაძლებლობები ამოუწურვადია და მისი სწორად გამოყენება შენი წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რადგან, სხვა შემთხვევაში შესაძლოა წარმატების გზა საპირისპირო მიმართულებით წავიდეს. ვინ იფიქრებდა, რომ აპლიკაცია თანამედროვე ეკონომიკაში რეალური, საკმაოდ მაღალი შემოსავლის წყარო გახდებოდა? სწორად დაპროექტებული და მომხმარებელზე ორიენტირებული აპლიკაცია მხოლოდ კარგ ტექნოლოგიურ პროდუქტად არ დარჩება. მთავარია გქონდეს იდეა და ზუსტად განსაზღვრო რისი კეთება უნდა შეეძლოს შენს აპლიკაციას, რა საჭიროებებს უნდა ერგებოდეს, რითი ან რას შეუმსუბუქებს მომხმარებელს. თუ ყველაფერს სწორად განსაზღვრავ და ზუსტად მოარგებ მომხმარებლის საჭიროებებს, წარმატება და შემოსავალი ნამდვილად არ დააყოვნებს.