UI/UX დიზაინის როლი მობილურ აპლიკაციებში

მობილური აპლიკაციის წარმატებისთვის ერთერთი მთავარი კომპონენტი UI UX დიზაინია რადგან, მნიშვნელოვანია რომ მომხმარებელმა მარტივად გამოიყენოს აპი და მიიღოს სასიამოვნო გამოცდილება. მოდი განვიხილოთ ის, თუ როგორ აყალიბებს UI/UX მომხმარებლის ქცევას და როგორია ეფექტური დიზაინის პრინციპები. ჯერ გავარკვიოთ თუ რას ნიშნავს UI/UX დიზაინი:
》UI – User Interface (მომხმარებლის ინტერფეისი)
UI არის ის, რასაც მომხმარებელი ხედავს და ეხება ეკრანზე. ანუ გრაფიკული ელემენტები, როგორიცაა: ღილაკები, მენიუები, შრიფტები, ფერები…
UI დიზაინერის მთავარი ამოცანაა ის, რომ დიზაინი იყოს ლამაზი, ერთ სტილში და ვიზუალურად გასაგები.
》UX – User Experience (მომხმარებლის გამოცდილება)
UX უფრო ფართო ცნებაა და მოიცავს იმ მთლიან გამოცდილებას, რასაც მომხმარებელი იღებს აპლიკაციის ან ვებსაიტის გამოყენებისას.
UX დიზაინერის მთავარი ამოცანაა ჩამოაყალიბოს მომხმარებლის გზა - როგორ გადაადგილდება მომხმარებელი სისტემაში.
ახლა კი მარტივი მაგალითის ფონზე განვმარტოთ:
გაქვთ მობილური აპლიკაცია, რომელიც მუშაობს შეკვეთებზე.
UX დიზაინერი განსაზღვრავს:
•რამდენი ნაბიჯია შეკვეთამდე
•სად უნდა განთავსდეს „შეკვეთის“ ღილაკი
•როგორ უნდა გამოიყურებოდეს კალათა
•როგორ უნდა მივიდეს მომხმარებელი რეგისტრაციიდან გადახდამდე მარტივად.
UI დიზაინერი კი არჩევს:
•რომელი ფერები, შრიფტები და ღილაკები გამოიყურება პროფესიულად
•როგორ განლაგდეს კატეგორიები ვიზუალურად
•როგორი უნდა იყოს ღილაკის დიზაინი
მობილური აპლიკაციის შექმნაში მნიშვნელოვანი კომპონენტია UI UX ახლა კი განვიხილოთ ეს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი როგორ მუშაობს ერთად. UI და UX დიზაინერები ხშირად ერთობლივად ქმნიან პროტოტიპებს, ტესტავენ მათ რეალურ მომხმარებლებზე და ამუშავებენ საბოლოო დიზაინს.
მოკლედ რომ ვთქვათ UX დიზაინი განსაზღვრავს, როგორ გრძნობს თავს მომხმარებელი აპთან ურთიერთობისას, ხოლო UI დიზაინი ფოკუსირებულია ვიზუალურ ელემენტებზე. და მაინც, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი UI/UX დიზაინი? მომხმარებელს უნდა მიაწოდო მარტივი პროდუქტი, მას არ უნდა სჭირდებოდეს დროის ხარჯვა, ბევრი ძებნა კონკრეტული ფუნქციისა თუ ღილაკის საპოვნელად. აპი არ უნდა იყოს გადატვირთული, რთული და მოსაწყენი. არ დაგავიწყდეს, რომ ალტერნატივა ყოველთვის არსებობს.
ახლა კი კვლევებსაც თუ დავეყრდნობით ვნახავთ, მომხმარებლების 94% პირველი შთაბეჭდილება ეფუძნება დიზაინს და ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ, მომხმარებლების 88% აღარასდროს გამოიყენებს აპს, თუ UX არ მოეწონება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 10 წამიანი დაგვიანება = 50%-ზე მეტი მომხმარებლის დაკარგვა.
ალბათ ახლა ფიქრობთ თუ რა რთულია მომხმარებლის შენარჩუნება არა? კი ნამდვილად ასეა, მომხმარებლებს ყოველთვის მეტი და მეტი სურთ, თუმცა ამ შემთხვევაში UI/UX ის აუცილებელი კომპონენტია, რომელიც უნდა გქონდეთ აპის კონკურენტუნარიანობისთვის.
UX პრინციპები: როგორ უნდა იგრძნოს თავი მომხმარებელმა
》მარტივი ნავიგაცია დიზაინი უნდა იყოს ლოგიკური. მომხმარებელი უნდა მიხვდეს, სად რას უნდა დააწკაპუნოს.
》თანმიმდევრულობა ყველა ეკრანზე მოქმედებები უნდა მუშაობდეს ერთნაირად.
》რეაგირება და უკუკავშირი ღილაკზე დაჭერისას აუცილებლად უნდა იყოს მცირე ანიმაცია ან რეაქცია — მომხმარებელმა უნდა იგრძნოს, რომ აპი „უსმენს“.
》დაშვებული შეცდომების მინიმიზაცია თუ მომხმარებელი დაშვებულ შეცდომას ვერ დაინახავს ან ვერ გაასწორებს — ის იმედგაცრუებული იქნება. UI პრინციპები: როგორ უნდა გამოიყურებოდეს აპი
》ვიზუალური იერარქია მნიშვნელოვანი ღილაკი უნდა იყოს დიდი, ფერადი ან განსხვავებული. რაც უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციაა — მით უფრო უნდა „ჩანდეს“.
》მინიმალიზმი ნაკლები ინფორმაცია = ნაკლები დაბნეულობა. აპის ეკრანზე აუცილებლად მხოლოდ საჭირო ელემენტები უნდა იყოს.