ცოტა ხნის წინ ალბათ ვერ ვიფიქრებდით, თუ ხელოვნური ინტელექტი ასეთი პოპულარული და ნელ-ნელა საშიშიც კი გახდებოდა. AI – Artificial Intelligence არის ტექნოლოგიური სისტემა, რომელსაც შეუძლია იმ ამოცანების შესრულება, რაც ჩვეულებრივ მოითხოვს ადამიანურ ინტელექტს.
მას ძალიან კარგად შეუძლია ინფორმაციის ანალიზი და ინტერპრეტაცია, გადაწყვეტილებების მიღება, ენის, გამოსახულების ან ხმის ამოცნობა და საუბარი ადამიანთან საკმაოდ ბუნებრივ, მეგობრულ ენაზე.
იცოდი, რომ ხელოვნური ინტელექტიც კი რამდენიმე მიმართულებად იყოფა:
》ვიწრო AI (Narrow AI) – სპეციალიზებულია კონკრეტულ ამოცანაზე: სახის ამოცნობის სისტემა, მარკეტინგული რეკომენდაციების ალგორითმები…
》გენერალური AI (General AI) – ადამიანივით ფართოდ აზროვნებს და მრავალფეროვან ამოცანებს ასრულებს.
》სუპერ ინტელექტი (Superintelligence) – AI აღემატება ადამიანის ინტელექტს ყველა ასპექტში (მომავალი).
სად გვხვდება დღეს AI?
უკვე თითქმის ყველგან და ყველაფერი : სმარტფონებში (Siri, Google Assistant), ბიზნესში, ჯანდაცვაში (დიაგნოსტიკა, რობოტული ქირურგია), ტრანსპორტში.
მობილური აპლიკაციების შექმნა და AI : როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს თანამედროვე აპები.
ხელოვნური ინტელექტს მომავლის ტექნოლოგიად ვეღარ მოვიხსენიებთ, რადგან ის უკვე აქ არის, ახლა და ყოველ წამს მუშაობს ჩვენს აპებში.
AI-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოყენებაა პერსონალიზაცია და რას ნიშნავს ეს?
ამ დროს აპი AI-ს დახმარებით სწავლობს და აანალიზებს მომხმარებლის ქცევას და მის ქცევაზე დაყრდნობით აწვდის მომხმარებელს შესაბამისს შინაარსს, შეთავაზებებსა და ფუნქციებს. მაგალითად:
》Spotify — გირჩევს მუსიკას შენს გემივნებაზე დაყრდნობით
》TikTok — ქმნის პერსონალურ feed-ს რამდენიმე სქროლვაში
》Shein — გაჩვენებს მხოლოდ შენს გემოვნებასთან ახლოს მყოფ ტანსაცმელს
როგორ მუშაობს?
იკრიბება მონაცემი: რას აჭერ like-ს, რას უყურებ, რას ყიდულობ. შემდეგ ხდება პროგნოზირება იმის, თუ რა შეიძლება მოგეწონოს და ხდება ამის შემოთავაზება.
》ჩატბოტები და მომხმარებელთან კომუნიკაცია
ბიზნეს-აპლიკაციებში, სადაც საკმაოდ აქტიურად იყენებენ AI-ს, ჩატბოტები უკვე არა მხოლოდ პასუხობენ კითხვებს, არამედ აგროვებენ ინფორმაციას, აფორმებენ შეკვეთებს, ან გეხმარებიან ტექნიკური პრობლემის მოგვარებაში.
საკმაოდ საინტერესოა ხომ?
Bank of America – Erica: ვირტუალური ასისტენტი ფინანსური ოპერაციებისთვის
Glovo ჩატბოტი: შეკვეთების მდგომარეობის გაგება….
ჩატბოტები ოპერირებენ ბუნებრივ ენაზე, რაც მათ დიალოგის ადამიანურად წარმართვის საშუალებას აძლევს.
ისე, რომ დაუფიქრდე ცოტა საშიშიც კი არის ხომ? რადგან AI-ს ასეთმა განვითარებამ ნელ-ნელა დაიწყო ადამიანისთვის არასასიამოვნო პროცესი, პროფესიის, სამსახურის გაქრობა ჩანაცვლება.
》 ხმოვანი ასისტენტები
დამეთანხმებით იმაში, რომ AI-მ ხმოვანი ინტერფეისები ნამდვილ რევოლუციად აქცია?
Apple Siri, Google Assistant, Amazon Alexa და აპებიც უკვე ინტეგრირებულები არიან ხმოვან ფუნქციებთან.
სხვათა შორის ახლო მომავალში ხმოვანი ასისტენტი შეგვიძლია ვიხილოთ ქართულ ბანკინგ-აპებში. მაგალითად, წარმოიდგინეთ რომ თანხის გადარიცხვა ხმოვანი შეტყობინებით შეგიძლიათ.
》ქცევის პროგნოზირება
AI ყველაფერს სწავლობს, აანალიზებს, და გასწრებს. ის სწავლობს შენს ქცევას და წინასწარვე იცის, გრძნობს თუ რას აპირებ. ის აგროვებს ქცევის შაბლონებს, შემდეგ ამუშავებს მათ ML მოდელით და აწვდის შერჩეულ გამოცდილებას მომავლის ქცევაზე დაყრდნობით.
დღეს უკვე AI მობილურ აპებში აღარ არის დამატებითი ფუნქცია, არამედ ის მთავარ ფუნქციას, მთავარ ღირებულებას წარმოადგენს.
AI ქმნის პერსონიზებულ გამოცდილებას, ამარტივებს კომუნიკაციას, წინასწარ გრძნობს მომხმარებლის საჭიროებებს
და ამცირებს დროისა და ენერგიის ხარჯვას. ის ქმნის სრულ კომფორტს და მომსახურების ან ინფორმაციის მარტივად მიწოდებას უზრუნველყოფს.
თუ კი გეგმავ აპის შექმნას ან გსურს მისი განვითარება, გახსოვდეს, რომ AI აუცილებელი კომპონენტია, რადგან სხვაგვარად კონკურენტუნარიანი აღარ იქნები, აღარც შენი აპი იქნება საინტერესო და მოთხოვნადი. გახსოვდეს, ადამიანების უმეტესობას ყველაფერი მარტივი და სწრაფი უყვარს.